ავტორი:

რუსულ ტანკერს, რომელსაც შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოში მზესუმზირის ზეთი მოჰქონდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თურქეთის ოფიციალური უწყება?

რუსულ ტანკერს, რომელსაც შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოში მზესუმზირის ზეთი მოჰქონდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თურქეთის ოფიციალური უწყება?

რუსული ტანკერ Midvolga 2-ს, რომელიც რუსეთიდან საქართველოში მიდიოდა და მზესუმზირის ზეთით იყო დატვირთული, თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით თავს დაესხნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="tr" dir="ltr">🚨MIDVOLGA-2 tankeri, Rusya&#39;dan Gürcistan’a ayçiçek yağı yüklü olarak seyrederken kıyılarımızdan 80 mil açıkta saldırıya uğradığını bildirmiştir. Halihazırda 13 personelinde olumsuz durum olmayan geminin yardım talebi yoktur. Gemi, makineleri ile Sinop’a doğru seyir etmektedir. <a href="https://t.co/Ov9tEeswEk">pic.twitter.com/Ov9tEeswEk</a></p>&mdash; DENİZCİLİK GENEL MÜDÜRLÜĞÜ (@denizcilikgm) <a href="https://twitter.com/denizcilikgm/status/1995740033488228618?ref_src=twsrc%5Etfw">December 2, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

უწყების ცნობით, გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა, ყველა გადარჩა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

  • "გემი დახმარებას არ ითხოვს და ამ დროისთვის სინოპისკენ მიემართება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც CNN-ის თურქეთის ბიურო წერს, ბოლო ოთხ დღეში შავ ზღვაში სატვირთო ტანკერზე ეს მესამე თავდასხმაა.