ავტორი:

უხარისხო პოლიეთილენის მილების საფრთხეები - ყველა პროდუქტი ერთნაირი არ არის

უხარისხო პოლიეთილენის მილების საფრთხეები - ყველა პროდუქტი ერთნაირი არ არის

პოლიეთილენის მილების ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს, რამდენად უსაფრთხო სასმელი წყალი მოგვეწოდება და ხშირად შეწყდება თუ არა ის დაზიანების გამო. გაზის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემებისთვისაც გამოიყენება პოლიეთილენის მილები, რომელიც გრძელვადიან ექსპულატაციაზე უნდა იყოს გათვლილი, თუმცა ამჟამად ბაზარზე ვითარება დაურეგულირებელია.

რა ვითარებაა საქართველოში პოლიეთილენის მილებთან დაკავშირებით, რა მასალითა და მეთოდით უნდა დამზადდეს ის, რათა უსაფრთხოების ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილოს, ამის შესახებ დეტალურად საუბრობენ საწარმო „პოლიმერი 1-ში“. კომპანია 40 წელზე მეტია, პოლიეთილენის მილებს აწარმოებს, ფლობს საერთაშორისო, მათ შორის ევროპულ ხარისხის სერტიფიკატებს და ლაბორატორიას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ISO სტანდარტებს.

„პოლიმერი 1-ში“ განმარტავენ, რომ დღეს საქართველოში იმპორტირებული პოლიეთილენის მილების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს და დამზადებულია ისეთი მასალებისგან, რომელიც რეაქციაში შედის წყალთან ან ვერ უძლებს წნევას და სკდება. პროდუქციის შემოწმების ვალდებულება კი კანონმდებლობით არ არსებობს.

„იმპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან, რომლის ზუსტი შემადგენლობაც მომხმარებელმა არ იცის და მასზე არჩევანს დაბალი ფასის გამო აკეთებს. ამგვარ მილს შეიძლება წყალთან რეაქციაში გაუჩნდეს სოკო, ბაქტერიები, გამოყოს იმგვარი ნივთიერებები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა სამწუხაროდ, ეს ნაკლებად მოწმდება“, - განმარტავენ კომპანიაში.

„პოლიმერი 1-ის“ ინფორმაციით, წყლის მილი P100 მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, რათა უსაფრთხოების ყველა ნორმა დააკმაყოფილოს.

P100-სგან დამზადებული პოლიეთილენის მილი, „პოლიმერი 1-ის“ საწარმო

„ხარისხიანი და უხარისხო მილი შეიძლება ვიზუალურად ერთნაირად გამოიყურებოდეს, ორივე იყოს შავი, ლურჯი და ყვითელი პიგმენტის კომბინაცია, თუმცა ერთი იყოს P100 მასალისგან დამზადებული და მეორეს ჯანმრთელობისთვის საზიანო მინარევები ჰქონდეს. ხანდახან ლაბორატორიული შემოწმების გარეშე განსხვავების პოვნა რთულია.

„ჩვენ P100 მასალისგან ვამზადებთ როგორც სასმელი წყლის, ასევე გაზისა და საკანალიზაციო მილებს, რადგან უსაფრთხოებისა და გამძლეობის თვალსაზრისით საუკეთესოა. გაურკვეველი მინარევების მქონე პოლიეთილენის მილს არ აქვს შესაბამისი ჭიმვადობა და სიმკვრივე, ვეღარ იჭერს წყლის ნაკადს თუ ბუნებრივ აირს და მარტივად ზიანდება“, - განმარტეს კომპანიაში.

მათივე თქმით, მილების ხარისხზე საუბარი მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო და მნიშვნელოვანია, თუ სახელმწიფო დონეზე დაიწყება მისი მონიტორინგი და ექსპლუატაციაში მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული პროდუქცია მოხვდება.