საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, საქართველოს 35 წლამდე ასაკის, ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ბინის გაქურდვა ჰქონდათ განზრახული.
პოლიციის ცნობით, ინციდენტი გუშინ დილით, ქალაქის ცენტრში მოხდა. ორმა მამაკაცმა 79 წლის ქალის ბინაში შეღწევა სცადა, მაგრამ ხანდაზმულმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციაში დარეკვა მოახერხა.
პოლიციის გამოჩენისთანავე, დამნაშავეებმა, გაქცევა სცადეს, რა დროსაც მეზობელი კორპუსის აივანზე გადახტნენ. საბოლოოდ, ისინი სწორედ იქ დააკავეს სამართალდამცველებმა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ბინის გასატეხი, სპეციალური იარაღები ამოიღო.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ერთი ძებნაში იყო დამძიმებულ გარემოებებში ჩადენილი ქურდობისთვის და მასზე დაკავების ორდერი უკვე იყო გაცემული.