იტალიის ქალაქ პეზაროს მერმა ოპერის ვარსკვლავის, ლუჩანო პავაროტის ოჯახს ბოდიში მოუხადა მას შემდეგ, რაც საშობაო ყინულის მოედნის მოწყობის დროს გარდაცვლილი მომღერლის ქანდაკება გაყინეს. დროებითი ყინულის მოედანი ქალაქის ცენტრში მოეწყო, რის გამო, პავაროტის ქანდაკება მუხლამდე ყინულით დაიფარა.
"არ მეგონა, რომ ქალაქი ასე მოეპყრობოდა იმ ადამიანის ხსოვნასა და იმიჯს, რომელმაც იტალია მთელ მსოფლიოში დიდებული გახადა“, - განუცხადა მანტოვანიმ ადგილობრივ გამოცემა Il Resto del Carlino-ს.

ის მომდევნო წელს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პავაროტის ორი ქორწინებიდან ოთხი ქალიშვილი დარჩა. მანტოვანი მისი მეორე ცოლი იყო. ის 2020 წელს ხელახლა დაქორწინდა ფინანსურ მრჩეველ ალბერტო ტინარელისზე.