ავტორი:

გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ — MOVA-ს ინოვაციური ტექნიკა უკვე საქართველოშია!

გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ — MOVA-ს ინოვაციური ტექნიკა უკვე საქართველოშია!

21 ნოემბერს საერთაშორისო კომპანია MOVA Tech-მა, რომლის ტექნოლოგიები უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში ქმნის მომავლის ეკოსისტემას, საქართველოში თავისი ფლაგმანური მოდელები წარადგინა. დახვეწილი დიზაინი და AI-ზე დაფუძნებული ფუნქციონალი საოჯახო ტექნიკის სრულიად ახალ სტანდარტს გვთავაზობს.

თბილისში, სასტუმრო Biltmore-ში გამართულ მასშტაბურ პრეზენტაციაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ MOVA-ს იმ ინოვაციურ ტენოლოგიებს, რომლებიც ჭკვიანი სახლის კონცეფციას რეალურ, ყოველდღიურ გამოცდილებად აქცევს. ღონისძიების სივრცეში განთავსებული ტესტ-ზონები სტუმრებს აძლევდა შესაძლებლობას საკუთარი თვალით ენახათ, როგორ გარდაქმნის MOVA რუტინულ საქმეს უფრო მარტივ, სწრაფ და სასიამოვნო პროცესად – რადგან სწორედ ინოვაციები გვაძლევს დროს იმისთვის, რაც ჩვენთვის მართლა მნიშვნელოვანია.

ღონისძიების დაწყებისთანავე სტუმრებს დახვდათ MOVA-ს ბრენდირებული, სპეციალურად მოწყობილი Coffee Car - ავტომობილი, სადაც ყავა MOVA-სავე პროფესიონალურ ყავის აპარატში მზადდებოდა. შესაბამისად, პირველივე მომენტიდან სტუმრები ეცნობოდნენ ბრენდის შესაძლებლობებს, რაც ღონისძიების ატმოსფეროს გამორჩეულად თბილსა და სასიამოვნო ელფერს სძენდა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ თითოეული მოდელის ფუნქციონალს, ეცადათ სხვადასხვა რეჟიმი, შეემოწმებინათ როგორც მშრალი, ასევე სველი წმენდის რეჟიმები, დაენახათ რეალური შედეგი სხვადასხვა ზედაპირზე და დარწმუნებულიყვნენ MOVA-ს ტექნოლოგიების შესაძლებლობებში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ინოვაციური მოდელები:

  • MOVA Mobius 60 – მომავლის რობოტი, აღიარებული CES Innovation Awards 2026-ის მიერMobius 60 წარმოადგენს MOVA-ს ყველაზე მოწინავე რობოტ-სასუფთავებელ სისტემას, რომელმაც უკვე მოიპოვა CES Innovation Awards 2026 — ინდუსტრიის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო.

HyperAI™ ნავიგაცია სკანირებს სივრცეს მრავალდონიანი სენსორებით, ადაპტირდება ავეჯთან და რთულ კუთხეებთან, ხოლო მისი დაბალი პროფილი საშუალებას აძლევს იმუშაოს იქაც, სადაც სხვა მოწყობილობები ვერ აღწევენ.

28 000 Pa შეწოვის ძალა, MopFlex™ დინამიკური წმენდა, ავტომატური საშრობი და 4.5 ლ SmartDock™ სრულად დამოუკიდებელ, ავტომატიზებულ დასუფთავებას უზრუნველყოფს. Mobius 60 შეუდარებელია როგორც მყარ, ისე ხალიჩიან ზედაპირებზე.

  • MOVA Z60 Ultra Roller Complete - IFA-ს მრავალჯერადი ინდუსტირული ჯილდოს მფლობელი ფლაგმანი

IFA Innovation Honoree • Best of IFA Winner • IDEA Finalist

Z60 Ultra Roller Complete არის MOVA-ს ერთ-ერთი ყველაზე პრემიუმ ფლაგმანი, რომელიც აერთიანებს ორმაგ როლერის Anti-Tangle სისტემას და 28 000 Pa HyperSuction™ მაჩვენებელს. InnoClean DuoSolution™ ტექნოლოგია ერთდროულად რეცხავს, ასუფთავებს და აშრობს მოპს 60°C ტემპერატურაზე, რაც იდეალურ ჰიგიენას უზრუნველყოფს. AutoShield™ ჭკვიანი აღჭურვილობა ავტომატურად წევს ზევით მოპს ხალიჩებზე გადასვლისას, ხოლო StepMaster™ 2.0 შასის სისტემა 8 სმ-მდე ბარიერებს გადალახვის საშუალებას აძლევს. ამასთან, FlexScope™ ლიდარი ქმნის დეტალურ 3D რუკას, რის შედეგადაც Z60 მუშაობს მაქსიმალურად თანმიმდევრულად და ზუსტად.

  • MOVA M50 Ultra – 2025 IDEA Finalist: ძალა და მოქნილობა ერთ მოწყობილობაში

MOVA M50 Ultra არის თანამედროვე სველი და მშრალი წმენდის ხელის უსადენო მტვერსასრუტი, რომელიც იდეალურია სახლის ყოველდღიური და ღრმა დასუფთავებისთვის. 22 000 პასკალი შეწოვის ძალა, 450W ძლიერი ძრავა და 450 ბრ/წთ როლერის როტაცია ეფექტურად აშორებს მტვერს, ბეწვსა და ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყსაც კი.

ინტელექტუალური AUTO რეჟიმი ავტომატურად არეგულირებს წყლის მიწოდებას, შეწოვას და როლერის მუშაობას, ხოლო ფერადი LED ინდიკაცია უჩვენებს დაბინძურების დონეს რეალურ დროში. სწორედ ამიტომ გახდა ის IDEA 2025-ის ფინალისტი.

რეცხვა და გაშრობა ხდება ავტომატურად, 100°C წყლით რეცხვით და 90°C ცხელი ჰაერით დეზინფექციით, ხოლო MOVA HOME აპლიკაცია გაძლევს დისტანციურ მართვის, რეჟიმების კონტროლის და რეცხვა/გაშრობის ჩართვას ერთი შეხებით.

MOVA M50 Ultra — ძლიერი, ჭკვიანი და კომფორტული უსადენო მტვერსასრუტი, რომელიც ყოველდღიურ დასუფთავებას მარტივ და სასიამოვნო პროცესად აქცევს.

  • MOVA Master 10 – თმის პროფესიონალური მოვლა, სადაც ერთ მოწყობილობაში გაერთიანებულია მრავალფუნქციური სტაილერი და ფენი

MOVA Master 10 წარმოადგენს მრავალფუნქციურ სტაილერს, რომელიც სწრაფი გაშრობის, უსაფრთხო სითბოს კონტროლის და სტილის ფორმირების მოწინავე ტექნოლოგიებს აერთიანებს. რაც მთავარია, მოწყობილობა კომპაქტურია და იდეალურია როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე სამოგზაუროდ.

მისი 1600W სიმძლავრე და 110,000 RPM მაღალი სიჩქარის ძრავა უზრუნველყოფს სტაბილურ და ჰაერის ძლიერ ნაკადს, რაც თმას სწრაფად აძლევს თქვენთვის სასურველ ფორმას, გაფუებისა და გამოშრობის გარეშე.

NTC მაღალი სიზუსტის სენსორი ტემპერატურას წამში 1000-ჯერ აკონტროლებს, რაც იცავს თმის სტრუქტურას გადახურებისგან და ინარჩუნებს ბუნებრივ ბზინვარებას.

Master 10-ს მოჰყვება 8 პროფესიონალური მაგნიტური თავაკი, რომლებიც ერთ მოწყობილობაში აერთიანებს დაგლუვებას, მოცულობის დამატებას, დახვევასა და სწრაფ გაშრობას. Coanda ჰაერის ნაკადის ტექნოლოგია ქმნის ბუნებრივ ტალღებს ზედმეტად გაცხელების გარეშე, ხოლო Smart Attachment Recognition სისტემა ავტომატურად ცვლის ოპტიმალურ რეჟიმს თითოეული თავაკისთვის.

მოწყობილობა ასევე აღჭურვილია Horizontal Safety Mode ფუნქციით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰორიზონტალურ ზედაპირზე დადებისას გათბობა ავტომატურად ითიშება მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის. თმის კომპლექტი სრულად იწონის სულ რაღაც 292-გრამს, აქვს 2.8 მ სიგრძის 360° მბრუნავი კაბელი უზრუნველყოფს სრულ კომფორტს ყოველდღიურიგამოყენებისას.

  • MOVA IG20 Pro – ჭკვიანი მულტიგრილი, რომელიც ყველაფერს აკეთებს

MOVA Indoor Grill IG20 Pro არის ახალი თაობის AI მულტიგრილი, რომელიც ერთ მოწყობილობაში აერთიანებს აეროგრილს, ბარბიქიუს, ორთქლზე მომზადებას, ტოსტერს, ცხობას და სხვა მოწყობილობების ფუნქცონალებს.

3075W სიმძლავრე, ზედა ნიხრომის სპირალი და ქვედა გამაცხელებელი ელემენტი უზრუნველყოფს ძალიან სწრაფ და თანაბარ გახურებას — ფაქტობრივად, გაზქურის ეფექტი დახურულ სივრცეში. 360° ცხელი ჰაერის ცირკულაცია და Dual NTC სენსორები ზუსტად აკონტროლებს ტემპერატურას, რათა კერძები ყოველთვის იდეალურად გამოვიდეს.

ჭკვიან მულტიგრილს მოჰყვება სამი ტიპის ტაფა: ბარბიქიუ, გრილი და აეროგრილის კალათა, სამივე მიწვის საწინააღმდეგო საფარით. ასევე, მოწყობილობა აღჭურვილია თერმომეტრთი, რომლითაც ზუსტად აკონტროლებთ ხორცის შიდა ტემპერატურას.

AI რეჟიმები ამარტივებს კერძების მომზადებას. კერძოდ, AirFry ავტომატურად არეგულირებს ტემპერატურას და დროს 8 პოპულარული რეცეპტისთვის (ფრი, ქათამი, სტეიკი, სალმონი და ა.შ.), ხოლო სპეციალური Steak რეჟიმი გაძლევთ

პროფესიონალურ შედეგს — RARE-დან WELL DONE-მდე. Grill რეჟიმში შეგიძლიათ აირჩიოთ 170°C-დან 260°C-მდე ტემპერატურა, 1-დან 4 საათამდე.

  • MOVA AF20 Pro – მინის აეროგრილი დახვეწილი დიზაინითა და სრული ვიზუალური კონტროლით

MOVA AF20 Pro არის თანამედროვე აეროგრილი შუშის ჭურჭლით, რომელიც სამზარეულოში კომფორტს, სისუფთავესა და მაქსიმალურ გამჭვირვალობას გთავაზობთ. 3700 მლ + 2500 მლ მოცულობის სქელი, გამძლე შუშა საშუალებას გაძლევთ, რეალურ დროში აკონტროლოთ მომზადების პროცესი, ზედმეტი გახსნა-დახურვის გარეშე.

მოწყობილობა უზრუნველყოფსკერძის სწრაფ, თანაბარ და ენერგოეფექტურ მომზადებას. ტემპერატურის დიაპაზონი 40°C-დან 185°C-მდე გაძლევთ შესაძლებლობას, მოამზადოთ ყველაფერი, რაც გსურთ, შემწვარი კერძებიდან და ტოსტიდან, ორთქლზე მომზადებულ საკვებამდე, სუპებამდე, ჩირამდე, იოგურტამდე და სავსებით უსაფრთხო გალღობამდე.

LED სენსორული პანელი ძალიან მოხერხებულია: 8 ავტომატური რეჟიმი + გათბობის ფუნქცია აადვილებს ყოველდღიურ რუტინას. NTC სენსორი მუდმივად აკონტროლებს ტემპერატურას, რათა გადახურება და გადამწვარი საკვები სრულიად გამოირიცხოს. გამაცხელებელი ელემენტი მოხსნადია და უსაფრთხოდ ითიშება ღილაკის აწევისთანავე.

წარმოდგენილი მოდელები უკვე ხელმისაწვდომია პარტნიორ მაღაზიებში და ონლაინ. ეწვიეთ ბმულს MOVA-ს ინოვაციური ტექნიკის შესაძენად.

R