ბრიტანული ბი-ბი-სის საგამოძიებო მასალიდან, რომლის მიხედვით, თბილისში დემონსტრაციების დაშლისას თითქოს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი საბრძოლო მომწამვლელი აირი გამოიყენეს (საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას კატეგორიულად უარყოფს), საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში ბუნებრივია, დიდი შეშფოთება გამოიწვია და, შესაბამისად, გაიზარდა მკითხველთა ინტერესი მსოფლიოში ქიმიური იარაღის გამოყენების პრეცედენტებთან დაკავშირებით...
პირველ მსოფლიო ომში მართლაც მასობრივი განადგურების პირველი საშუალება - ქიმიური იარაღი გამოჩნდა.სიმართლე რომ ითქვას, ასწლეულების განმავლობაში ერთგვარ ქიმიურ იარაღს ისედაც იყენებდნენ ომებში, როდესაც ალყაში მოქცეული ციხესიმაგრის დამცველებს სასმელი წყლის წყაროს და ჭას უწამლავდნენ ან ისრებზე სწრაფმოქმედ შხამს უსვამდნენ, მაგრამ მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი მაინც პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიაში, ქალაქ იპრიტთან "დაიბადა", როდესაც 1915 წლის 22 აპრილს გერმანელებმა ფრონტის ხაზზე 5 730 გაზის ბალონიდან 180 ტონა ქლორი გაუშვეს, რის შედეგადაც 15 ათასამდე ჯარისკაცი მოიწამლა, მათგან არანაკლებ 5 ათასი კი მოგვიანებით დაიღუპა...
პანდორას ყუთი გაიღო და საბრძოლო მომწამვლელი გაზების გამოყენება ყველა მებრძოლმა მხარემ დაიწყო, რასაც სამხედროების გარდა, სამოქალაქო პირებიც მრავლად ემსხვერპლნენ, რადგან ქარის მიმართულების შეცვლა მომწამვლელ გაზის ღრუბელს ქალაქებისკენ მიერეკებოდა. განაგრძეთ კითხვა