ავტორი:

პუტინი ამბობს, რომ ევროპასთან ომისთვის მზადაა - "თუ ევროპას მოუნდება, მზად ვართ"

პუტინი ამბობს, რომ ევროპასთან ომისთვის მზადაა - "თუ ევროპას მოუნდება, მზად ვართ"

არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, ასჯერ ვთქვი, მაგრამ თუ ევროპას მოუნდება ჩვენთან ომი და დაიწყებს, მზად ვართ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

  • პუტინის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეჭვები არ არის.

"არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, ასჯერ ვთქვი უკვე ეს. მაგრამ უცებ თუ ევროპას მოუნდება ჩვენთან ომი და დაიწყებს, ახლავე ვართ მზად. არანაირი ეჭვები არ შეიძლება იყოს ამაში" - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე მიანიშნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი არ მიმდინარეობს და რუსეთი "ქირურგიულად" მოქმედებს, რაც აღარ განმეორდება ევროპულ ქვეყნებთან პირდაპირ შეჯახების შემთხვევაში.

კრემლის ლიდერმა ევროპული ქვეყნები დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი ხელს უშლიან აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს უკრაინის ომი.

პუტინის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა თავიანთი თავი უკრაინაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩამოაშორეს, რადგან რუსეთთან კავშირი გაწყვიტეს.

"ისინი ომის მხარეს დაუდგნენ,“ — განაცხადა პუტინმა ევროპული ქვეყნების შესახებ.

ბრიფინგის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა დაამატა რომ "შავი ზღვის აკვატორიაში, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე იერიშის საპასუხოდ, რუსეთი უკრაინას ზღვაზე გასასვლელს სრულიად გადაუკეტავს.