ავტორი:

"მერილინ მონრო მოკლეს... ის ძალიან საშიში "წყალში ცურავდა" - რას ამბობს ცნობილი მწერალი, რომელიც მსახიობის უკანასკნელ დღეებზე წიგნს გამოსცემს

"მერილინ მონრო მოკლეს... ის ძალიან საშიში "წყალში ცურავდა" - რას ამბობს ცნობილი მწერალი, რომელიც მსახიობის უკანასკნელ დღეებზე წიგნს გამოსცემს

ცნობილი მწერალი ჯეიმს პეტერსონი ირწმუნება, რომ მერილინ მონრო მოკლეს.

"მსახიობი "ძალიან საშიშ წყალში ცურავდა" - განაცხადა ჯეიმსამა ახალი წიგნის გამოსვლამდე, რომელიც ცნობილი მსახიობის უკანასკნელ დღეებს ეხება.

  • "მას წარმოუდგენლად ახლო ურთიერთობები ჰქონდა პრეზიდენტ კენედისთან, რობერტ კენედისთან, სინატრასთან, მაფიის გავლენიან ფიგურებთან. ეს ადამიანები ბევრ რამეზე ესაუბრებოდნენ, მერილინი კი ამას იწერდა, ინფორმაციას ფლობდა, რომელიც საკმაოდ სახიფათო იყო" - ამბობს ავტორი.

პეტერსონის განცხადებით მსახიობის სიკვდილთან დაკავშირებული ბევრი ფაქტი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა, მაგალითად ერთ-ერთი დეტექტივი დარწმუნებული იყო, რომ თვითმკვლელობის ადგილი ინსცენირებული იყო, არასრულად ჩატარდა აუტოფსიის პროცედურაც.

1962 წლის 5 აგვისტოს მერილინ მონროს გარდაცვალება ლოს-ანჯელესის პოლიციამ სავარაუდო თვითმკვლელობად გამოაცხადა, "რომელიც თვითნებურად მიღებული დამამშვიდებელი პრეპარატების ზედოზირებით იყო გამოწვეული".

წყარო