მოსკოვში ვლადიმერ პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის ხანგრძლივობის მკაფიო რეგლამენტი არ არსებობს და იმდენ ხანს გაგრძელდება, “რამდენიც იქნება საჭირო”.



