ავტორი:

10 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ხალხით სავსე სტადიონზე, სიკვდილით დასაჯეს - "საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა ავღანეთში" (ფოტოები)

10 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ხალხით სავსე სტადიონზე, სიკვდილით დასაჯეს - "საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა ავღანეთში" (ფოტოები)

"თალიბანმა" ხალხით სავსე სპორტულ სტადიონზე საჯაროდ ჩამოახრჩო მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, რომლის მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

AFP-ს მონაცემებით 2021 წლიდან თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ეს უკვე მეთორმეტე საჯარო სიკვდილით დასჯაა.

  • ქვეყნის უზენაესმა სასამართლოს განცხადებით ბრალდებული მანგალის საქმე "მრავალჯერ ძალიან ზუსტად განიხილეს, მათ ასევე პატიება და შერიგება შესთავაზეს მსხვერპლთა ოჯახებს, თუმცა უარი მიიღეს".

ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა დასწრებოდნენ იმ დამნაშავის დასჯას, რომელმაც 2025 წლის იანვარში ერთი-ერთი სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა და 10 ადამიანი მოკლა, მათ შორის სამი ქალი.

მომხდარს გამოეხმაურა ავღანეთში გაეროს ადამიანის უფლებათა სპეციალური მომხსენებელი, რიჩარდ ბენეტი, რომელმაც მომხდარს "საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედება უწოდა".

"ეს უნდა შეწყდეს" - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.

წყარო