ავტორი:

ბელგიაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყოფილი ხელმძღვანელი, ფედერიკა მოგერინი დააკავეს - რას ედავება გამოძიება ტოპ დიპლომატს?

ბელგიაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყოფილი ხელმძღვანელი, ფედერიკა მოგერინი დააკავეს - რას ედავება გამოძიება ტოპ დიპლომატს?

ბელგიის პოლიციამ თაღლითობის სავარაუდო ფაქტების, ევროკავშირის სახსრების სავარაუდო არამიზნობრივად ხარჯვის გამოძიების ფარგლებში, სამი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორისაა ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორი, ფედერიკა მოგერინი

  • სამართალდამცველებმა ევროკავშირის საგარეო სამსახურის შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, ასევე ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე კერძო სახლში.

ბელგიის პროკურატურას დაკავებულების ვინაობა ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა ადგილობრივ ედიას სხვადასხვა წყაროებმა დაუდასტურეს, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი ფედერიკა მოგერინია. ასევე, დაკავებულებს შორისაა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი გენერალური მდივანი, სტეფანო სანინო.

ბელგიის პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უმცროსი დიპლომატების სკოლასთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობას.

ფედერიკა მოგერინი 2020 წლიდან ევროპის კოლეჯის, ევროკავშირის დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი სამაგისტრო სკოლის რექტორია. Euractiv-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ საქმე ეხება კოლეჯის მიერ ბრიუგეში შენობის 3 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერის გზით შეძენის გარემოებებს.

მედიის ცნობით, დაკავებულებისთვის ბრალდება ჯერ არ წარუდგენიათ.

ფედერიკა მოგერინი იტალიელი პოლიტიკოსია, რომელიც 2014 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 30 ნოემბრამდე ის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

წყარო