“ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
„ნებისმიერ ადამიანს, ვინც „შეწყალების“, „სასჯელის შემსუბუქების“ ან სხვა ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი სრულად გაუქმებულია და მას იურიდიული ძალა დაკარგული აქვს“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე შეწყალების აქტი გამოსცა. ოფიციალური პირების გარდა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ოჯახის წევრები, მათ შორის საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენიც შეიწყალა.