ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მოქალაქე" დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც "სახელმწიფოს ღალატს" გულისხმობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მსჯავრდებული 51 წლის მამაკაცია.
გამოცემა წერს, რომ მამაკაცი 2024 წლის აპრილში დააკავეს. მას "ქართულ მხარესთან თანამშრომლობას“ ედავებიან. საქმე დახურულ სხდომაზე განიხილეს და ბრალდების დეტალები არ გახმაურებულა.