ავტორი:

“10-დან 4 სამუშაოდ კი არა, საქმის გასაფუჭებლად მიდიოდა, პრობლემები გვქონდა აგრესიის, კრიმინალის გამო...“ - რა ელის პოლონეთში დასაქმებულ ქართველებს?

“10-დან 4 სამუშაოდ კი არა, საქმის გასაფუჭებლად მიდიოდა, პრობლემები გვქონდა აგრესიის, კრიმინალის გამო...“ - რა ელის პოლონეთში დასაქმებულ ქართველებს?

პოლონეთში ქართველების დასაქმების შესახებ და არსებულ გამოწვევებზე "ბიზნესპრესნიუსთან“ HR რეკრუტერი, ირინა ნამიჭეიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, შესაძლებელია, პოლონეთში ქართველის დასაქმება პრაქტიკაში ძალიან გართულდეს.

  • შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზას ვეღარ მიიღებენ. ქვეყანაში აქამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებსაც მხოლოდ სპეციალური დეკლარაციის შევსებით შეეძლოთ სამსახურის დაწყება. ამიერიდან კი, პოლონეთში სამუშაო ნებართვის მისაღებად ქართველებს სტანდარტული პროცედურების გავლა მოუწევთ.

როგორც პოლონეთში ქართველების დამსაქმებელმა "ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამოქმედებული რეგულაციების გამკაცრებას კიდევ ელოდებიან.

"აქამდე გამარტივებული წესით ანუ მხოლოდ დეკლარაციის შევსებით დასაქმება 2 სამუშაო კვირას მოითხოვდა. ახალი რეგულაციით სრულყოფილი სამუშაო ნებართვა გახდა საჭირო და ეს პროცედურები დაახლოებით 3-4 თვემდე იწელება. ამას ემატება ისიც, რომ საკმაოდ ძვირი ღირს ნებართვა. თუ აქამდე უფასოდ ვაკეთებდით სამუშაო ნებართვას ან მცირედს იხდიდა კანდიდატი, ახლა მოუწევს მინიმუმ 400 ზლოტის გადახდა,“ - აღნიშნავს რეკრუტერი.

  • კითხვაზე, თუ რა სახელდება პოლონეთის დასაქმების ბაზარზე ქართველებთან მიმართებაში რეგულაციების გამკაცრების მთავარ მიზეზებად, HR რეკრუტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და პოლონეთში ამაზე ღიად საუბრობენ. მისივე თქმით, პრობლემები იყო ქართველების ყოფაქცევასთან დაკავშირებითაც.

“სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში. 10 კანდიდატიდან 4-თან პრობლემები გვექმნებოდა. მით უმეტეს, თუ მარტო ბიჭები იყვნენ და არა ოჯახები. პრობლემები გვექმნებოდა ყოფაქცევის, აგრესიის, კრიმინალის, სამუშაოს არ შესრულების გამო..." განაგრძეთ კითხვა