ავტორი:

"SpaceX-ის ტექნოლოგიებს ჩუმად უღებდა ფოტოებს..." - რუსი კოსმონავტი Crew-12-ის მისიიდან სავარაუდო ჯაშუშობის გამო გააძევეს

"SpaceX-ის ტექნოლოგიებს ჩუმად უღებდა ფოტოებს..."  - რუსი კოსმონავტი  Crew-12-ის მისიიდან სავარაუდო ჯაშუშობის გამო გააძევეს

რუსი კოსმონავტი, ოლეგ არტემიევი Crew-12-ის მისიიდან ჯაშუშობის ბრალდებით გააძევეს - ინფორმაციას რაკეტის გაშვების ანალიტიკოსი გეორგი ტრიშკინი ავრცელებს.

მისივე ცნობით, არტემიევი გაათავისუფლეს ITAR-ის (ინტელექტუალური ტექნოლოგიების დანიშვნის შესახებ ანგარიშგების) ექსპორტის შეზღუდვების შესაძლო დარღვევის გამო - იგი SpaceX-ის ტექნოლოგიებს და ტექნიკურ დოკუმენტაციას ჩუმად უღებდა ფოტოებს და შემდეგ ეს მასალები კოსმოსური ცენტრის ფარგლებს გარეთ გაჰქონდა.

  • არსებული ინფორმაციით, არტემიევი SpaceX-ის ბაზაზე მუშაობდა და ის მას შემდეგ გაუშვეს, რაც ტელეფონში SpaceX-ის ძრავებისა და სხვა შიდა მასალების ფოტოები უპოვეს.

2 დეკემბერს "როსკოსმოსმა“ დაადასტურა, რომ Crew-12-ის მისიის მთავარი ეკიპაჟის წევრად არტემიევს ანდრეი ფედიაევი ჩაანაცვლებდა . "ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ოლეგ არტემიევის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გამო“, - განაცხადე "როსკოსმოსში“.

54 წლის არტემიევს რუსეთის გმირის წოდება აქვს მიღებული. კარიერის მანძილზე კოსმონავტმა კოსმოსში სამი ფრენა განახორციელა.

ცნობისთვის, Space X Crew-12 ამერიკელებისა და რუსების ერთობლივი მისიაა.

წყარო