ავტორი:

"ფრეკენ ჟული" ბრუნდება თეატრში!

"ფრეკენ ჟული" ბრუნდება თეატრში!

მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ სპექტაკლი თეატრი სახელოსნო 42-ის სცენას 5 და 14 დეკემბერს დაუბრუნდება.

,,ფრეკენ ჟული“ ერთ-ერთი ყველაზე, საინტერესო, მრავლისმთქმელი და ღრმა პიესაა სარეჟისორო თუ სამსახიობო თვალსაზრისით. ეს არის ამბავი, კლასობრივად სრულიად სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ადამიანებზე, რომლებიც სურვილების და მანიპულაციის გამაბრუებელ ფერხულში ებმებიან.

მონაწილეობენ:

ფრეკენ ჟული - ანა ვასაძე

ჟანი - პაატა პაპუაშვილი

კრისტინი - ანუკა გრიგოლია

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის ხილვას ახლა უკვე უცხოენოვანი მაყურებელიც შეძლებს, რადგანაც 14 დეკემბრის წარმოდგენა ინგლისური სუბტიტრების თანხლებით გაიმართება.

სპექტაკლის ხანგრძლივობაა 90 წუთი.ასაკობრივი შეზღუდვა - 16+

ბილეთების შეძენა შესაძლებელია სამ პლატფორმაზე: TKT.ge, Biletebi.ge, ticketfactory42.ge.

R