ავტორი:

ვენესუელას ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი თეთრი ლომის ორი ბოკვერი დაიბადა

ვენესუელას ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი თეთრი ლომის ორი ბოკვერი დაიბადა

ვენესუელას ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი, თეთრი ლომის ორი ბოკვერი დაიბადა. ზოოპარკის წარმომადგენლებმა კონკურსი გამოაცხადეს და ადგილობრივ მოსახლეობას ორივე ბოკვერისთვის სახელის მოფიქრება შესთავაზეს.

უახლოეს დღეებში საზოგადოებას მათი ნახვის შესაძლებლობა ექნება.

საზოგადოებამ ამ ამბას "შობის სასწაული" უწოდა.

ისტორიულად თეთრი ლომი მხოლოდ აფრიკაშია გავრცელებული. მისი არსებობა ოფიციალურად 1938 წელს დადასტურდა.

ამჟამად მსოფლიოში 200-ზე ნაკლები თეთრი ლომია. გასული საუკუნის 70-იან წლებში თეთრი ლომის მიმართ ინტერესი ევროპელ მონადირეთა შორის გაიზარდა და ლომების დიდი ნაწილი უმოწყალო ნადირობას ემსხვერპლა. დღეს ამ ცხოველის ბუნებაში ნახვა თითქმის შეუძლებელია.

წყარო