ავტორი:

დაკავებულია სამშენებლო კომპანიის მფლობელი, რომელმაც მოქალაქეების მიერ, ბინის შესაძენად დარიცხული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა - გამოძიების დეტალები

დაკავებულია სამშენებლო კომპანიის მფლობელი, რომელმაც მოქალაქეების მიერ, ბინის შესაძენად დარიცხული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა - გამოძიების დეტალები

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. კერძოდ, საუბარია, შპს "ისანი კომფორტის" 49.99%-იანი წილის მფლობელზე.

  • უწყების განცხადებაში პირის ვინაობა არ არის დასახელებული, თუმცა, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სამშენებლო კომპანიის 49.99%-იან წილს გიორგი გუჯაბიძე ფლობს.

პროკურატურის განცხადებით, "ისანი კომფორტს" თბილისში, მოსკოვის გამზირზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა. თუმცა, ბრალდებულმა 73 მოქალაქის მიერ კომპანიისთვის გადახდილი 3 596 254 ლარი, პირადი მიზნებისთვის, პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა.

"დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიების სახელით, 160 000 აშშ დოლარად და 23 290 ლარად ღირებული უძრავი ქონებები და 83 560 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები შეიძინა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ისანი კომფორტის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ორი მოქალაქის ჯამში 119 273 ლარს მოტყუებით დაეუფლა, შემდეგ კი ხსენებული უძრავი ქონებების რეალიზაცია სხვა პირებზე მოახდინა,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენისთვის წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით, 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება უშუალოდ კომპანია „ისანი კომფორტს“, რეესტრის მონაცემებით, ის 2014 წელს არის დარეგისტრირებული. კომპანიის 50.01% მარინე წულუკიძეს ეკუთვნის, ხოლო 49.99% გიორგი გუჯაბიძეს.

ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, გიორგი გუჯაბიძე "ისანი კომფორტის" გარდა ჯამში, 17 კომპანიასთან არის დაკავშირებული, აქედან 16-ში წილები აქვს, ხოლო 1 კომპანიაში მხოლოდ დირექტორის პოზიციას იკავებს.

უფრო კონკრეტულად, "ბიზნესპრენსიუსი" გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, სადაც გიორგი გუჯაბიძე მეწილე ან დირექტორია...განაგრძეთ კითხვა