ავტორი:

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში მოსწავლეები თანასკოლელს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში მოსწავლეები თანასკოლელს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა, ამავე სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

  • ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა სკოლის დამხმარე ნაგებობაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მე-10 კლასელი ბიჭები მე-9 კლასელ ბიჭს წარსულშიც აბულინგებდნენ. როგორც ირკვევა, საქმეში უკვე ჩართული პოლიცია.

როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 150-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ძალადობასა და იძულებას.