ავტორი:

მივიწყებული ჟანგიანი "ოქროს ვეტერანი" შესაძლოა, მილიონი ფუნტი ღირდეს - როგორ გამოიყურება "ჯეიმს ბონდის" ცნობილი მანქანა დღეს

მივიწყებული ჟანგიანი "ოქროს ვეტერანი" შესაძლოა, მილიონი ფუნტი ღირდეს - როგორ გამოიყურება "ჯეიმს ბონდის" ცნობილი მანქანა დღეს

71 წლის ჯონ უილიამსმა 1973 წელს მეორადი Aston Martin DB5 985 ფუნტად იყიდა, ეს თანხა დღევანდელი კურსით დაახლოებით 15,000 ფუნტს შეადგენს.

  • საყოველთაო პოპულარობა ავტომობილს ფილმმა Goldfinger-მა მოუტანა. სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდა შონ კონერის მიერ განსახიერებული სუპერაგენტი ჯეიმს ბონდი.

თუმცა მანქანის იმიჯს მოცემული ეგზემპლარის ბედზე გავლენა არ მოუხდენია. უილიამსმა DB5 ჩრდილოეთ უელსში, ქალაქ მოლდში მდებარე საკუთარი სახლის ეზოში დააყენა, სამსახურის გამო თვითონ ცოტა ხანში ახალო აღმოსავლეთში გადავიდა საცხოვრებლად, მიტოვებული Aston Martin-ი კი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იჟანგებოდა. დროთა განმავლობაში მანქანა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობად იქცა, ბავშვები მის გარშემო თამაშობდნენ და კაპოტზე დახტოდნენ.

თუმცა დრო შეიცვალა და ჯონ უილიამსმა მანქანის აღდგენა გადაწყვიტა.

"დროის გასვლასთან ერთად ჩემი მიზანი მისი აღდგენა გახდა, მერიდებოდა კიდევაც ადამიანების, მანქანა ამ მდგომარეობამდე რომ მივიყვანე, თავის დროზე მის შესაძენად ბევრი ვიმუშავე და დღესაც ბევრი შრომა მომიწია მის წესრიგში მოსაყვანად" - განუცხადა უილიამსმა ჟურნალისტებს.

"მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ჩვენთან ძალიან ცუდ მდგომარეობაში მოვიდა, გამოწვევა სიამოვნებით მივიღეთ, ვიცოდი, რომ შეგვეძლო თითქმის პირვანდელ მდგომარეობაში დაგვებრუნებინა" - განაცხადა Aston Martin Works-ის პრეზიდენტმა, პოლ სპაირსმა, ვისაც ჯონმა დახმარებისთვის მიმართა.

სპაიერსის განცხადებით ავტომანქანის დღევანდელ ღირებულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა წარმომავლობის გათვალისწინებით, სათანადო ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში, მისი ღირებულება შეიძლება მილიონ ფუნტამდეც კი ავიდეს.

წყარო