ავტორი:

“ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე, ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე - ძალადობის არ დაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს“- შალვა პაპუაშვილი

“ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე, ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე - ძალადობის არ დაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს“- შალვა პაპუაშვილი

“ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

  • როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს.

"დღეს 4 დეკემბერია. ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე.

ძალადობის არ დაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არ დაგმობა აქეზებს ტერორიზმს. ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ.

ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.