წლის მოდელის გამოსავლენად Models.com-ზე ტრადიციული ყოველწლიური გამოკითხვა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ წლის კონტენტ კრეატორის კატეგორიაშიც ერთ-ერთი ნომინანტი ქართველია - ბექა გვიშიანი. ბექა არის "ინსტაგრამზე" პოპულარული გვერდის, Style Not Com-ის დამფუძნებელი. ეს გვერდი მსოფლიოს მასშტაბით, მოდის ინდუსტრიაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება 2 გამარჯვებული, რომელთა შორისაც ერთს საზოგადოება ხმის მიცემის შედეგად გამოავლენს, ხოლო მეორეს მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები აირჩევენ.
მატილდა გვარლიანის გარდა წლის მოდელის კატეგორიაში ნომინირებულები არიან ისე ტოპ მოდელები, როგორებიცაა ადუტ აკეჩი, ანოკ აი, ამელია გრეი, ირინა შეიკი, ვიტორია ჩერეტი, სარა კაბალერო, ნაომი კემპბელი, ალექს კონსანი და სხვები.


მატილდას გარეშე უკვე წარმოუდგენელია მსოფლიოს მოდის მთავარი კვირეულები და ინდუსტრიის მამოძრავებელი ბრენდების კოლექციების ჩვენებები. მატილდა გადაიღეს არაერთ სარეკლამო კამპანიაში, ის გამოვიდა Victoria's Secret-ის შოუზე და გამოჩნდა მოდის ინდუსტრიის ჟურნალების გარეკანზე.