“რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში ვიზიტამდე India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ახალი ინიციატივები ამერიკელებთან შეხვედრამდე არ გვინახავს. ამიტომ, ყველა პუნქტის განხილვა მოგვიწია და ამდენი დროც დაგვჭირდა. ეს აუცილებელი და კონკრეტული საუბარი იყო“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.
„ასეთი საკითხები არსებობს და ჩვენ ისინი განვიხილეთ, თუმცა ეს რთული სამუშაოა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ასევე, პუტინის თქმით, ვაშინგტონმა მოსკოვს სამშვიდობო გეგმის 28 პუნქტის 4 ნაწილად გაყოფა შესთავაზა.
„სწორედ ამ პუნქტების განხილვა მიმდინარეობს. უბრალოდ, მათ ეს 28 თუ 27 პუნქტი 4 ნაწილად გაყვეს და ამ 4 პაკეტის განხილვა შემოგვთავაზეს. მაგრამ, არსებითად ეს ისევ ის პუნქტებია“, - განაცხადა პუტინმა.
იხილეთ ასევე: