ავტორი:

"მეგობრების" ვარსკვლავის, მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს 30 თვით პატიმრობა მიესაჯა - რა დაადგინა გამოძიებამ?

"მეგობრების" ვარსკვლავის, მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს 30 თვით პატიმრობა მიესაჯა - რა დაადგინა გამოძიებამ?

კალიფორნიელ ექიმს, რომლისგანაც სერიალ "მეგობრების“ ვარსკვლავმა მეთიუ პერიმ მედიკამენტი "კეტამინი" მიიღო, 30 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • ფედერალური გამოძიება იკვლევდა, თუ როგორ შეიძინა მსახიობმა ეს მედიკამენტი ჰოლივუდში არსებული ნარკოტიკების იატაკქვეშა ქსელის მეშვეობით.

ექიმი სალვადორ პლასენსია ხუთი ბრალდებულიდან ერთ-ერთია - მან ასისტენტის და კიდევ რამდენიმე ადამიანის დახმარებით მიაწოდა პრეპარატი მსახიობს.

54 წლის მეთიუ პერი 2023 წელს, დეპრესიასთან და ნარკოდამოკიდებულებასთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობის ოჯახი ითხოვს, რომ ექიმი ხანგრძლივად დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მას "ყველაზე დიდ დამნაშავეს" უწოდებენ.

ექიმი სალვადორ პლასენსია

  • სასამართლოში სიტყვის უფლებით ისარგებლა ექიმმა და მომხდარის გამო დიდი სინანული გამოთქვა. პლასენსიამ თქვა, რომ მას ორი წლის ვაჟი ჰყავს.

"მინდა, სწორად აღვზარდო. ვფიქრობ, როგორ ავუხსნა ეს მას. არ არსებობს საბაბი, რატომაც გავაკეთე, არ შემიძლია შევცვალო ის, რაც მოხდა. ვიცი, რომ უნდა დამეცვა. ძალიან ვწუხვარ", - თქვა ექიმმა.

პატიმრობასთან ერთად, სანტა მონიკას ექიმს 5 600 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ის ფედერალურ ციხეში გადაიყვანეს.

ამ საქმეში კიდევ ოთხმა ბრალდებულმა, რომლებმაც კეტამინის დოზა მიაწოდეს პერის, ასევე აღიარეს დანაშაული და განაჩენი მომდევნო თვეებში გამოცხადდება.

  • ოჯახი და სასამართლო მიიჩნევს, რომ თუკი ექიმი უარს ეტყობა პერის "კეტამინზე", ის გადარჩებოდა, თუმცა ექიმმა ის "არ დაიცვა" და პრეპარატი იატაკქვეშა ქსელის საშუალებით მიაწოდა მსახიობს.

სიტკომის ვარსკვლავი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია სერიალ "მეგობრებში“ ჩენდლერ ბინგის როლის შესრულებით, წლების განმავლობაში ხმამაღლა საუბრობდა დეპრესიასა და ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაზე.