ავტორი:

ახალ ზელანდიაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც საიუველირო მაღაზიაში 19 000-დოლარიანი ფაბერჟეს კვერცხი გადაყლაპა

ახალ ზელანდიაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც საიუველირო მაღაზიაში 19 000-დოლარიანი ფაბერჟეს კვერცხი გადაყლაპა

ახალი ზელანდიის პოლიციამ ქურდობისთვის ბრალი წაუყენა მამაკაცს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, საიუველირო მაღაზიაში ძვირფასი ქვებით გაწყობილი, ფაბერჟეს კვერცხის ფორმის მედალიონი აიღო და გადაყლაპა.

  • უჩვეულო შემთხვევა გასულ პარასკევს, ოკლენდის საიუველირო მაღაზიაში მოხდა

მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციაში დარეკეს, რომლებიც ადგილზე მაშინვე მივიდნენ და მაღაზიაში მყოფი მამაკაცი დააკავეს.ახალი ზელანდიის პოლიციის განცხადებით, მამაკაცს ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ახალი ზელანდიის სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მოპარული ნივთი არის ფაბერჟეს კვერცხის ფორმის მედალიონი, რომელსაც როცა გახსნი, რვაფეხას შიგთავსი აქვს. მისი ღირებულება 33 585 ახალი ზელანდიური დოლარია (19 300 აშშ დოლარი).

Fabergé-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ძვირფასი ნივთი დამზადებულია 18-კარატიანი ყვითელი ოქროსა და მწვანე მინანქრისგან, ასევე შეიცავს 60 თეთრ ბრილიანტს და 15 ლურჯ საფირონს.

"ფაბერჟეს ნამდვილ სტილში, ულამაზესი კვერცხის ფორმის მედალიონი ასევე გვთავაზობს სიურპრიზს - გახსნისას შიგნით 18-კარატიანი ოქროს მინიატურული რვაფეხა ჩანს", - ნათქვამია მედალიონის აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ კვერცხი ამ დრომდე არაა ნაპოვნი.

წყარო