მარტოხელა დედა, ქრისტინე გაბუნია შვილის მკურნალობისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მისი გოგონა, 15 წლის თამუნა მძიმე მდგომარეობაშია და თავის ტვინის გამოკვლევისთვის ამ ეტაპზე 2000 ლარი ესაჭიროება.
"მე ვარ მარტოხელა დედა და ჩემი 15 წლის შვილი, თამუნა, მძიმე მდგომარეობაშია. ის ვერ დადის, ვერ საუბრობს, აქვს ეპილეფსია და თავში კისტა. სასწრაფოდ სჭირდება თავის ტვინის დეტალური გადაღება და ხანგრძლივი მკურნალობა.
ჩვენ ქირით ვცხოვრობთ, არ გვაქვს არანაირი შემოსავალი და ახლა მხოლოდ საზოგადოების თანადგომის იმედი მაქვს.
გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი შვილის გადასარჩენად – თითოეულ ლარს დიდი მნიშვნელობა აქვს! საჭიროებს 2000 ლარს რომ თავის ტვინის გამოკვლევა ჩატარდეს", - ამბობს გოგონას დედა.
დახმარებისთვის თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი – #GE39BG0000000589168699
თიბისი ბანკი – #GE81TB7722945068100048
პირადი ნომერი - 33001026789
მიმღები - გაბუნია ქრისტინე