ბევრმა შეიძლება არ იცით, რომ ყველასთვის საყვარელ მსახიობს, რიჩარდ გირს წლების განმავლობაში ოსკარის ცერემონიაზე დასწრება აკრძალული ჰქონდა.
"სასწაული მაშინ მოხდება, როცა ყველანი სიყვარულს შევძლებთ. მინდა, ტიბეტის მოსახლეობას თავისუფლად და მშვიდად ცხოვრების საშუალება მიეცეს" - განაცხადა მაშინ გირმა.
ამის შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავს ოსკარის ცერემონიაზე გამოსვლა აეკრძალა და დაჯილდოებაზე მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 2013 წელს დაბრუნდა.

მსახიობმა ახლახან გაიხსენა წარსული და ამ თემაზეც ისაუბრა.
"ეს პირად შეურაცხყოფად არ მიმიღია. ჩემს საქმეს ვაკეთებ და სხვისთვის ზიანის მიყენება არ მსურს. მაგრამ ყოველთვის ხმამაღლა ვისაუბრებ ადამიანის უფლების დარღვევის შესახებ", - თქვა მსახიობმა. აღსანიშნავია, რომ გირი 45 წელია დალაი ლამასთან მეგობრობს.

"მასთან ამ საკითხზე არასდროს მისაუბრია. თუ ჯილდოს ან რამე მსგავსს მივიღებ. ამ დროს წერილს მიგზავნის და მილოცავს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს", - თქვა რიჩარდ გირმა.
გირი დალაი ლამას შესახებ 2025 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის, "ბედნიერების სიბრძნის“ პროდიუსერიც იყო. იგი წლებია, რაც ტიბეტის მხარდამჭერია - ამ ფაქტის გამო მსახიობს ჩინეთში შესვლაც აეკრძალა.