ავტორი:

"შოკისმომგვრელია, თუ რაზეა წამსვლელი "ქართული ოცნება", რათა სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს" - რასა იუკნევიჩიენე

"შოკისმომგვრელია, თუ რაზეა წამსვლელი "ქართული ოცნება", რათა სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს" - რასა იუკნევიჩიენე

BBC-ის დასკვნები დამოუკიდებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

  • "შოკისმომგვრელია ის, თუ რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“, რომ სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს და გაუტეხელი ქართველი ხალხი გააჩუმოს. ეს სრულიად ლუკაშენკოს მეთოდია“, - წერს იუკნევიჩიენე X-ზე.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.