საქართველოში ფსიქიკურ დაავადებათა მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, რაც სახელმწიფოსგან შემხვედრ ღონისძიებებს ითხოვს. არადა, ხანგრძლივი სავალდებულო სამედიცინო მომსახურება არ არსებობს, კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მკურნალობენ, შემდეგ კი სპეციალური მედიკამენტების მიღებას თავად პაციენტების ნება-სურვილს ანდობენ, რაც უშედეგოა...
ამ შემთხვევაში სავალდებულო ამბულატორიული მკურნალობის მეთვალყურე სამედიცინო სამსახური აუცილებელია, რადგან ინერტულობამ არაერთხელ გამოიღო მწარე ნაყოფი. საზოგადოებას კარგად ახსოვს დაავადების გამწვავებისას ფსიქიკურად დაავადებულთა მიერ დახოცილი ახლობლები თუ შორეულები, მათ შორის, საუბედუროდ, მცირეწლოვანი ბავშვებიც. ამჯერად საქმე დიდი დიღმის დასახლებაში, კერძოდ, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებთ ეხება.
მობინადრეთა თქმით და თავად ქალის მიერ გადაღებული ვიდეომასალით დასტურდება, რომ ის ხალხს თავს ესხმის ლანძღვა-გინებით (არა მხოლოდ), თავდასხმას იღებს და ტიკ-ტოკის პლატფორმაზე ათავსებს (სახელით "მე მქვია ნათია"), რისთვისაც მას მნახველები ფულს ურიცხავენ, მათ შორის ემიგრანტების უმრავლესობა.
პარალელურად ვიდეოგადაღებაში ქალი თავის 25 წლის ვაჟს იშველიებს, აქეზებს მას ძალადობისკენ, რაც ძალზე მძიმე სანახავია. ამ თემაზე დიდი დიღმის მოსახლეობის თხოვნით ამავე ქუჩაზე მცხოვრებ ექიმ ალინა გახოკიძეს ვესაუბრეთ:
- რა ხდება თქვენს უბანში?
- არა მხოლოდ უბანი, თითქმის მთელი დასახლება მძიმე მდგომარეობაშია იმ ქალის გამო. ამჯერად მედიას მოგმართეთ, ვინაიდან პოლიციასა თუ საპატრულო სამსახურთან ჩვენმა მრავალგზის მიმართვამ ნაყოფი არ გამოიღო. გვეუბნებიან, კი, ქალი არაჯანსაღია, მაგრამ ჩვენ მის აგრესიულობას ვერ ვხედავთ, ამ შემთხვევაში კანონი მის იძულებით მკურნალობას არ გვავალდებულებსო. სამაგიეროდ, ამ აგრესიულობას ჩვენ ვხედავთ და საფრთხესაც ვგრძნობთ. ამ სამსახურებშიც მშვენივრად იციან, რამდენი ადამიანია მოკლული და დაზიანებული ფსიქიკურად დაავადებულთა ხელით დაავადების გამწვავების პროცესში. ქალი თავდასხმებისას ძალიან აგრესიულია, თავს ვეღარ აკონტროლებს, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე კი გარბის.
უკვე ფსიქიკურად დაავადებულ ვაჟსაც აქეზებს. ამის დასტურად მისივე გადაღებული ვიდეოების ნახვაც საკმარისია, თუმცა შესაბამის სამსახურებს ურჩევნიათ პრობლემა გაამარტივონ, მით უფრო კანონი ამის საშუალებას იძლევა. გვეუბნებიან, თუ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ირგვლივ მყოფთათვის სასიცოცხლო საფრთხეს არ ქმნის, რატომ უნდა გადავიყვანოთო. არადა, ქმნის! საკუთარი შვილიც კი იმდენად გააქეზა, 25 წლის ბიჭი ჩაქუჩით დარბის და რაც არ მოეწონება, ამტვრევს. ქალი რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა უბანში საცხოვრებლად. მაშინ ამდენად მძიმე გარემოს არ ქმნიდა.
ყვიროდა, მაგრამ არავის ერჩოდა. გართულებები მალევე დაეწყო. პირველად მეზობლებს დასწამა ცილი, სასმელ წყალს მიწამლავთო და პოლიციაშიც უჩივლა. მაშინ საპატრულო სამსახურიც მოვიდა, წყლის მოწამვლის თაობაზე განცხადებაა შემოსული და უნდა შევამოწმოთო. თუმცა, როდესაც ქალი ნახეს, გვითხრეს, ჯანმრთელი არ ჩანს, მაგრამ აგრესიულიც არ არის, ამიტომ კანონით სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას არ ექვემდებარება, ეცადეთ, მშვიდად მოექცეთო. ანდა ვინ ექცეოდა აგრესიულად!..განაგრძეთ კითხვა