ავტორი:

საყოველთაო ქორწინება მიწასთან გასწორებულ ღაზაში - კადრები, რომელმაც მსოფლიო მოიარა

საყოველთაო ქორწინება მიწასთან გასწორებულ ღაზაში - კადრები, რომელმაც მსოფლიო მოიარა

საქორწინო ცერემონია დღევანდელ პალესტინაში იშვიათი მოვლენაა, ამიტომ ღონისძიებაზე მოსული ხალხი მაქსიმალურად ცდილობდა ეს მომენტი სამახსოვრო კადრებში აღებეჭდა.

გადაღებულ ფოტოებზე ფონად უმეტესად დანგრეული შენობები მოჩანს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია კამერებს ახლად შექმნილი წყვილების სიხარულით და იმედით სავსე მზერა დაეფიქსირებინათ.

შენობების ნანგრევებში შეკრებილთა შორის გაერთიანებული საამიროების მრავალრიცხოვანი დროშები მოჩანდა, არცაა გასაკვირი ღონისძიება რომელიც სამხრეთ პალესტინაში, ქალაქ ჰამადში გაიმართა “ალ-ფარეს ალ-შაჰმის“ ფონდმა დააფინანსა,მანვე გადასცა ახლად შექმნილ ოჯახებს მცირე თანხა და სხვა საჭირო ნივთები, რაც საერთო ცხოვრების დაწყებაში დაეხმარებათ.

ერთ-ერთი პალესტინელი წყვილი – ჰიქმათ ლაჰვა და ემან ლაჰვა არიან. ემამ ომის დროს მამა, დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკარგა.

"ძნელია სიხარული იგრძნო ასეთი მწუხარების შემდეგ, მაგრამ ეს უფლის ნებით ხდება, აგურს აგურზე დავაწყობთ და ისევ აღვადგენთ ყველაფერს" - განაცხადა პატარძალმა.

წყარო