ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, ჯიშკარიანის თანადგომა არასოდეს დაავიწყდება.
"გარდაიცვალა მარიამ ჯიშკარიანი - სამართლიანობისთვის მებრძოლი, კომპეტენტური და პატრიოტი, "ემპათიის" დამფუძნებელი. ჩემი ციხეში მოწამვლის შემდეგ მარიამმა ბევრი იბრძოლა ჩემთან დასაშვებად და შემდეგ დადო ჩემი მოწამვლის შედეგების ზუსტად ამსახველი სამედიცინო დასკვნა.
დიდი მადლობა მარიამს, არასდროს დამავიწყდება მისი თანადგომა. ჩემი სამძიმარი მარიამის ოჯახს და ყველა ახლობელს.
ისე ჩემი მოწამვლაც CNN- მა გააშუქა პრაიმტაიმში, მაგრამ აქ საზოგადოების უმეტესობამ გაატარა, არადა დღემდე მაქვს ამ მოწამვლის სერიოზული კვალი. ჩემთვის კი შარშანდელ დანაშაულში არაფერი გასაკვირი არ ყოფილა, როგორც რუსებისთვის, ქოცებისთვის სხვადასხვა საწამლავის გამოყენება ძალიან ბუნებრივი ამბავია" - წერს სააკაშვილი.