გერმანული მედია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბრიდან ამონარიდს ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრის ამონარიდს გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ჩანაწერი სატელეფონო საუბრიდანაა, რომელიც გასულ ორშაბათს, 1 -ელ დეკემბერს გაიმართა, ფლორიდაში უკრაინულ დელეგაციასა და ტრამპის გუნდს შორის მოლაპარაკებების შემდეგ.
რაც შეეხება საუბრის შინაარს, გამოცემის ცნობით, საუბრის დროს მარკონმა აღნიშნა, რომ “არსებობს შესაძლებლობა, რომ შეერთებული შტატები ტერიტორიების საკითხზე უკრაინას უღალატებს უსაფრთხოების გარანტიებზე სიცხადის გარეშე”.
ასევე, გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის “დიდ საფრთხეს” ხედავს ზელენსკისთვის (გამოცემა არ აკონკრეტებს რა კონტექსტში გაჟღერდა ეს).
გამოცემის ინფორმაციით, მერცმა თქვა, რომ ზელენსკი უნდა იყოს "ძალიან ფრთხილად მომდევნო დღეებში" და აღნიშნა, რომ "ისინი [აშშ] თამაშებს თამაშობენ თქვენთანაც და ჩვენთანაც".
გამოცემის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა საუბრის ერთ-ერთი მომენტში თქვა, რომ “ჩვენ [ევროპელებმა] არ უნდა მივატოვოთ უკრაინა და ვოლოდიმირი ერთი-ერთზე ამ ხალხთან”.
“ვეთანხმები ალექსანდრს, ვოლოდიმირი უნდა დავიცვათ,” - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, გამოცემის ცნობით.