Pantone Color Institute ყოველწლიურად ირჩევს ფერს. ტრადიციას არც წელს უღალატეს და ინსტიტუტმა, რომელიც ფერის, ტენდენციების პროგნოზირებისა და ბრენდ კონსულტაციის წამყვან ავტორიტეტად ითვლება, 2026 წლის ფერიც დაასახელა - ეს არის თეთრი ფერის ელფერი “ღრუბლებთან მოცეკვავე“.
“რადგან ტექნოლოგია სულ უფრო მეტად აღწევს ყოველდღიურ ცხოვრებაში, „ღრუბლებთან მოცეკვავეს“ აქვს დამამშვიდებელი გავლენა ტურბულენტურ საზოგადოებაზე, ხელახლა აღმოაჩენს მოზომილი მსჯელობისა და მშვიდი აზროვნების ღირებულებას“, - განუცხადა CNN-ს ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეატრის აიზემანმა.
ეისმანის თქმით, ეს ფერი „ასოცირდება ახალ დასაწყისთან“.
ექსპერტთა ჯგუფი წლის ფერის შესარჩევად, აანალიზებენ მიმდინარე კულტურულ, პოლიტიკურ და სტილისტურ ტენდენციებს, ირჩევენ ფერთა ოჯახს და შემდეგ ფოკუსირდებიან კონკრეტულ ელფერზე. ისინი განსაკუთრებული ყურადღება აქცევენ მის სახელწოდებას.