ავტორი:

"ყველაფერი დავტოვე და წამოვედი, ეს არის იძულებითი ემიგრაცია... წამოსვლამდე გავუძელი უმუშევრობას" - ცნობილი ექიმის ახალი ცხოვრება ამერიკაში: რას ჰყვება დავით ლოლაძე

"ყველაფერი დავტოვე და წამოვედი, ეს არის იძულებითი ემიგრაცია... წამოსვლამდე გავუძელი უმუშევრობას" - ცნობილი ექიმის ახალი ცხოვრება ამერიკაში: რას ჰყვება დავით ლოლაძე

ექიმი დავით ლოლაძე, რომელსაც საქართველოში ყველა იცნობს, ემიგრაციაში წავიდა. ის ამერიკაში ცხოვრობს და ექიმის პროფესიითაც იქ მუშაობს. ამბობს, რომ ემიგრაცია იძულებითია.

მან ვრცელი ინტერვიუ ქართველ ჟურნალისტს ალექსი მეგრელიშვილს, ნიუ-იორკში მისცა.

დავით ლოლაძე: "ეს იყო გასული წლის 11 ნოემბერს. ამერიკა არ იყო ჩემთვის უცხო. ხშირად დავდიოდი, 2010 წელი იყო პირველად ჩემი ჩამოსვლის დრო. ვიცნობ ნიუ-იორკს, ვიცნობ რამდენიმე ქალაქს. ნუ განსაკუთრებით ვიცი, რა რუტინაა ჩვენს სფეროში და ზოგადად, აქ ადამიანები როგორ ცხოვრობენ. ანუ ჩემთვის ეს ემიგრაციის დასაწყისი იყო აბსოლუტურად გაცნობიერებული... არანაირი ამბიცია იმის, რომ მე სამი დიდი კლინიკის მთავარი ექიმი ვიყავი, ცნობილი ექიმი ვარ, წარმატებული ქირურგი ვარ, ოთხი სატელევიზიო გადაცემა... აი, ეს ყველაფერი ტრაპთან დავტოვე, ჩაიბარეთ და წავედი. ჩვენ ვიცით, რომ სანამ მართლა სიკვდილის პირას არ მივალთ, ექიმთან მისვლა ძალიან ბევრ ადამიანს ეზიზღება და ეზარება და ეშინია ან ფინანსები არ არის. ნამდვილად. ეს აქაც ასეა. ... ამერიკელი პაციენტი თუ შენთან მოვიდა და შენს ოფისშია, ესე იგი უკვე გენდობა. მას კითხვები აქვს მხოლოდ თავისი ჯანმრთელობის ირგვლივ.

რეალურად უნდა ვაღიარო და ალბათ პირველად დღეს, რომ ეს არის ემიგრაცია, რომელიც არის ჩემი ნების წინააღმდეგ. არასდროს არ ყოფილა ჩემი ოცნება ამერიკაში ცხოვრება. ... მე წამოსვლამდე წელიწადნახევარი პრაქტიკულ უმუშევრობას გავუძელი, იმიტომ, რომ ველოდებოდი, რომ ქვეყანაში იქნებოდა ცვლილება.

არ ვიცი ჩემი გათავისუფლების მიზეზი რა იყო სინამდვილეში, ვერ ამიხსნეს. ... მე მერე მოვითხოვე ამ ადამიანებთან ერთი შემაჯამებელი შეხვედრა და დანარჩენები აი, იპარებოდნენ შუა შეხვედრიდან. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ვაპირებ შესაბამისი პირობებში და შესაბამის განვითარებაში, როდესაც ქვეყანაში იქნება ის რეალური ცვლილება, რაც უნდა იყოს. რასაც ჰქვია ევროპული, დასავლური მიმართულება. მე ვაპირებ, რომ ეს შესაძლებლობა ქართველ პაციენტებს არ მოვაკლო ძალიან მალე და პერიოდულად ჩავიდე და გავაკეთო ოპერაციები.

კარიერის მიტოვებას წინ უსწრებდა მოთმინების წელიწადნახევარი, როცა გაურკვეველი მიზეზით ჩემთან კონტრაქტი შეწყდა წინა სამსახურში და ადამიანები, რომლებიც მანამდე ცალკე შემხვედრიან და ფულიც შემოუთავაზებიათ, რომ წამოდი ჩვენთან იმუშავეო, საერთოდ დაიკარგნენ. პირველი პერიოდი ვიფიქრე, რომ ცოტა დავისვენებდი. როცა გამოჩნდება მერე, გავაგრძელებ მუშაობას-თქო. არავინ არ გამოჩნდა. მერე დავიწყე ამ ხალხთან კონტაქტი, ხალხო სამსახური მჭირდება-თქო. მე ოპერაციებზე მონადირე არასოდეს ვყოფილვარ. თვეში გამიკეთებია ორმოცი ოპერაციაც და ხუთი ოპერაციაც. როცა ნაღვლის ოპერაციაში 90 ლარს გიხდიან რთულია, საქართველო ძვირი ქვეყანაა და ძვირია ცხოვრება. სისტემა არ გაძლევს ღირსეულ ანაზღაურებას, მაგრამ გეუბნება რომ მიდი მოიპარე. ფარმაცევტებისგან აიღე ცოტა, პაციენტებს გამოართვი...

არ ვიცი ჩემი გათავისუფლების მიზეზი რა იყო. ვერ ამიხსნეს, რა იყო მიზეზი. მითხრეს, რომ კონტრაქტი ვერ გაგრძელდებოდა და ვსო. იყო სულელური მიზეზები. ვაპირებ, რომ შესაბამის პირობებში როცა ქვეყანაში იქნება ის რეალური ცვლილება, მე ჩავალ ისევ საქართველოში" - თქვა ლოლაძემ "იუთუბ" გადაცემა "უეჭველი ქართველის" სტუმრობისას.