სამხრეთ აფრიკაში 5 ადამიანი დააკავეს, რომლებიც დაქირავებული ჯარისკაცების გადაბირებასა და რუსეთის არმიაში გაგზავნაში არიან ეჭვმიტანილები. ჯარისკაცებს უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად უშვებდნენ.
პოლიციის ცნობით, ბრალდებულები სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებს სწორედ ამ მიზნით გადაიბირებდნენ ხოლმე და შემდეგ მათ ომის წინა ხაზზე უშვებდნენ. პოლიცია ასევე იძიებს ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას ქალიშვილის - დუდუზილე ზუმა-სამბუდლას ამ სქემაში მონაწილეობას.
ამასთან, ბოლო დღეებში კენიაში გავრცელდა ინფორმაცია ორი ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომლებიც, ათობით მათი თანამოქალაქის მსგავსად, რუსეთის მხარეს საბრძოლვეად, უკრაინაში მიმდინარე ომში გაგზავნეს და ისინი იქ დაიღუპნენ. გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ბიჭებმა წინასწარ არაფერი იცოდნენ და მათ სინამდვილეში მოატყუეს.
დანარჩენი ოთხი 21-დან 47 წლამდე ასაკის მამაკაცია. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
მანამდე, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილმა და კიდევ ორმა პირმა ადგილობრივი მამაკაცები მოტყუებით გაგზავნეს რუსეთში - მათ უთხრეს რომ იქ უბრალოდ სამხედრო წვრთნებს გაივლიდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, მოქმედ არმიაში სამსახურისთვის კონტრაქტზე ხელის მოწერა აიძულეს.
საბოლოოდ, დონეცკის რეგიონში 17 ადამიანი ჩავიდა, დანარჩენებმა კი სახლში დაბრუნება შეძლეს.
სამხრეთ აფრიკაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, დაქირავებული აქტივობები კანონით აკრძალულია.