სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“-ს ვარსკვლავი, 69 წლის კიმ კეტროლი მეოთხედ დაქორწინდა. მისი რჩეული 15 წლით უმცროსი - 54 წლის ხმის ინჟინერი რასელ ტომასია.
ჟურნალ People-ის ცნობით, წყვილის საქორწინო ცერემონია ლონდონში გაიმართა.
წყვილმა ჩელსის ძველ მერიაში იქორწინა. როგორც ამბობენ ცერემონიას მხოლოდ 12 სტუმარი დაესწრო.
“ცერემონიას, „მშვიდი“ და „თავისუფალი“ იყო. როგორც ამბობენ, წყვილი თითქმის ათი წელი ხვდებოდა ერთმანეთს. მათ ქორწილი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნეს,“ - წერს დასავლური მედია.
კეტროლმა ცერემონიაზე Dior-ის კოსტიუმი მოირგო, რომელიც მისმა დიდი ხნის კოლეგამ და „სექსი დიდ ქალაქში“-ს ყოფილმა კოსტიუმების დიზაინერმა პატრიცია ფილდმა შექმნა. ჟურნალ People-ის ცნობით, ბრიტანელ-კანადელ-ამერიკელმა მსახიობმა კოსტუმი შეავსო კორნელია ჯეიმსის ნაზი თეთრი მაქმანებიანი ხელთათმანებით და ფილიპ ტრეისის მიერ შეკვეთით დამზადებული ქუდით.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილის საქორწინო ცერემონია ხუთშაბათს გაიმართა, ვარსკვლავმა ბეჭედი წინასწარ, წითელ ხალიჩაზე გამოაჩინა. წყვილი ქორწილის წინა დღეს, ლონდონის სამეფო ალბერტ ჰოლში, მოდის დაჯილდოებაზე გამოჩნდა.
მათი ისტორია პირველად BBC London-ზე გაჟღერდა, როდესაც კეტროლი 2016 წელს, გადაცემა „ქალის საათში“ გამოჩნდა.
2023 წლის ივნისში ლონდონის The Times-თან ინტერვიუში კეტროლმა აღფრთოვანებით აღნიშნა, რომ „ძალიან მადლიერი“ იყო თომასთან „მშვენიერი“ ურთიერთობისთვის.