მოდის ბლოგერი მარიამ კუხალაშვილი სოციალურ ქსელში საახალწლოდ მორთულ სახლსა და ნაძვის გვიზიარებს. წელს მარიამმა დეკორაციის საერთო პალიტრა ოქროსფერსა და თეთრში შეარჩია, თავად ნაძვის ხის მთავარი თემა კი ნაზი და დახვეწილი ყვავილები გახდა.
„წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი დაიწყო და რა თქმა უნდა, როგორც ყოველ წელს, წელსაც ტრადიციულად საუკეთესო განწყობით შევუდექი ყველაფრის მომზადებას. რამდენიმე წელია განსაკუთრებით პასუხისმგებლობით ვუდგები ამას, რადგან ჩემი მეგობრები და გამომწერები ყოველთვის ინტერესით ელოდებიან საახალწლო დეკორს და ხშირად წინასწარ მეკითხებიან, რას და როგორ გავაკეთებ. ვცდილობ, ყოველ წელს რაღაც სიახლე შევიტანო ინტერიერში. ნაძვის ხე ყოველთვის უნდა იყოს ბუნებრივი, მინიმალისტური, მაგრამ ძალიან ლამაზად მორთული. ყოველ წელს აუცილებლად ვამატებ სიახლეს, ახალ ნივთებს, რომ წინა წელთან შედარებით განსხვავებული იყოს,“ - ჩვენთან საუბარში აღნიშნავს მარიამი.

მოდის ბლოგერი ნაძვის ხის მორთვის უახლეს ტენდენციებსაც გვიზიარებს.
„წელს ყველა სტილის ნაძვის ხეს შეხვდებით, თუმცა ტენდენცია ისევ დიდ ბაფთებზეა, რომელიც ძალიან აქტუალური იყო შარშანაც. რადგან შარშან ბაფთები უკვე მქონდა გაკეთებული, წელს გადავწყვიტე, განსხვავებისთვის ყვავილები გამეკეთებინა. ასევე კვლავ აქტუალურია ნაძვის ხის მორთვა სხვადასხვა ზომის უამრავი ბურთებით. დეკორად ძალიან რბილ და ბუნებრივ იერს ქმნის ლარნაკებში ჩალაგებული ნაძვის ბუნებრივი ტოტებით გაკეთებული საახალწლო თაიგულები. წლევანდელ ტენდენციებში ბორდოს ფერი აშკარად დომინირებს. ვფიქრობ, რომ დიდი ზომის ყვავილები მომავალი წლის ერთ-ერთ მთავარ დეკორად იქცევა,“ - აღნიშნავს მარიამი.
ახალი დეკორაციის შეძენა ამჯერად მარიამმა „ბიბლუსში“ გადაწყვიტა. „ბიბლუსი“ მომხმარებლებს ყოველწლიურად განახლებულ, ჯადოსნურ საახალწლო კოლექციას სთავაზობს.

„ჩემი სახლის მთელი დეკორი „ბიბლუსში“ შევიძინე, სადაც საოცრად დიდი, მრავალფეროვანი და განსხვავებული საახალწლო დეკორაციების არჩევანი დამხვდა. შედეგად კი წელს ჩემი სახლი განსაკუთრებულად ლამაზი გამოვიდა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს გულწრფელად ძალიან მახარებს,“ - გვიყვება მარიამი.
გიზიარებთ მარიამის სახლის ვიდეოს.
R