კიმ კარდაშიანმა სადღესასწაულო სეზონი თამამი ფოტოსესიით დაიწყო. 45 წლის რეალითი შოუს ვარსკვლავმა TikTok-ის სპეციალური გადაცემის „Kimsmas“-თვის ახალი, ცეცხლოვანი ფოტოები გადაიღო, რომელიც თავის გამომწერებს Instagram-ზე გაუზიარა.
ოთხი შვილის დედამ, ტანზე მომდგარი, რამდენიმე ზომით პატარა თეთრი საშობაო სამოსი მოირგო, რომელშიც სხეულის ყველა ნაკვთი გამოიკვეთებოდა.
გიგანტური დეკოლტე კი ვერ ახერხებდა მისი სხეულის დაფარვას.
სადღესასწაულო ლუქი ხელოვნურმა ბეწვმა და ბაფთებმაც დაამშვენა.
კანიე უესტის ყოფილმა მეუღლემ თეთრი მაქმანებიანი კოლჰოტი და კრემისფერი ატლასის ბაფთაც მოირგო. გარდა ამისა, კურდღლის კოსტუმშიც გადაიღო ფოტოები.
გარდა გულშემატკივრების კომპლიმენტებისა, კიმ კარდაშიანს კრიტიკოსებმა გამომწვევი უწოდეს და ბევრმა აღნიშნა, რომ ეს ფოტოსესია კანიე უესტის ცოლის, ბიანკა ცენსორის დაჩრდილვისთვის მოაწყო.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, კიმის სამოსი ძალიან ჰგავს ცენსორის სტილს და შესაძლოა მას ჰბაძავს კიდეც.
სადღესასწაულო TikTok-ის პირდაპირი ტრანსლაციის დროს ვარსკვლავს რამდენიმე ცნობილი ადამიანი შეუერთდა. მათ შორის რეპერი სნუპ დოგი, რომელსაც წითელი ხალათი ემოსა.
Kimsmas Live! იყო კარდაშიანის პირველი პირდაპირი ტრანსლაცია TikTok-ზე.
იხილეთ ასევე: