ავტორი:

ორაგული და ქაშაყი თქვენს საახალწლო სუფრაზე - გემრიელი აპეტაიზერის იდეები

ორაგული და ქაშაყი თქვენს საახალწლო სუფრაზე - გემრიელი აპეტაიზერის იდეები

დეკემბრის დადგომასთან ყველა ოჯახში საახალწლო განწყობა შემოდის და მეტ-ნაკლებად სამზადისიც იწყება. ზოგი სახლის დეკორაციით იწყებს, ზოგიც კი - საახალწლო კერძების მოფიქრებით. სადღესასწაულო სუფრა ამ დღის მთავარი ნაწილია. თუმცა ბოლო წლებში ტრადიციული კერძებით სავსე სუფრების ნაცვლად ლამაზად სერვირებული და განსხვავებული კერძები გახდა აქტუალური. ერთი აპეტაიზერი, ერთი მთავარი კერძი და ერთიც დესერტი - მთავარია ეს ყველაფერი გულით იყოს მომზადებული და საახალწლო სუფრაც მზად არის.

დღეს გაგიზიარებთ აპეტაიზერის იდეებს, რომელსაც გამოყვანილი ორაგულითა და ქაშაყით გააკეთებთ. მათ მოსამზადებლად სულ რამდენიმე ინგრედიენტი და ცოტა დრო დაგჭირდებათ, თუმცა თქვენს სუფრას ნამდვილად სადღესასწაულო განწყობას შესძენს.

დაგჭირდებათ: „ოკეანის“ გამოყვანილი ორაგული, კრემყველი მწვანილით, პური ბაგეტი, კამა და კარაქი.

ბაგეტი დაჭერით თხელ ნაჭრებად, გადაუსვით კარაქის თხელი ფენა და გატოსტეთ. დაელოდეთ გაციებას და შემდეგ წაუსვით მწვანილიანი კრემყველის სქელი ფენა, თავზე დააწყვეთ ორაგულის ნაჭრები. მომზადებული კანაპეები დააწყვეთ წრეზე, ისე რომ გირლიანდის ფორმა მიიღოთ. მოსართავად გამოიყენეთ კამის ფოთლები. სულ ეს არის, თქვენი გემრიელი და ლამაზი სადღესასწაული აპეტაიზერი მზად არის.

მეორე თეფშზე შეგიძლიათ პატარა კანაპეები მოამზადოთ. ბაგეტის თითოეულ ნაჭერზე მრგვლად წაუსვით კრემყველი და დაალაგეთ ორაგულის ნაჭრები. მრავალფეროვნებისთვის დეკორაციად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცარელას პატარა ბურთები და წვრილი ჩერი პომიდორი.

კანაპეების კიდევ ერთი განსხვავებული ვერსია მოამზადეთ ქაშაყისგანაც. ამ შემთხვევაში დაგჭრდებათ: შავი პური მზესუმზირით, კრემყველი, თავად ქაშაყი, წვრილი კენკრა და ჩერი პომიდორი მოსართავად. პური დაჭერით ოთხკუთხედებად, მასზე მოათავსეთ ქაშაყის ნაჭერი და ტორტის კრემის მოსართავით დაადეთ კრემყველი. ზოგადად, კამა თევზს ძალიან უხდება და თან ნაძვის ხის წიწვებს ჰგავს, ამიტომ დეკორაციისთვის ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კამა.

სულ რამდენიმე ინგრედიენტის გამოყენებით თქვენი საახალწლო სუფრა ლამაზი და საინტერესო გახდება.

აქვე გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტსაც. პოლონეთსა და სკანდინავიის ქვეყნების ნაწილში ქაშაყი საახალწლო სუფრის ტრადიციული ნაწილია. ზუსტად ღამის 12 საათზე მიირთმევენ ქაშაყს და სჯერათ, რომ ახალი წელი ისეთივე სიუხვესა და სიმდიდრეს მოუტანს, როგორი მდიდირული ვერცხლისფერი მბზინავი შეფერილობაც ქაშაყს აქვს. თევზის ამ სახეობას სხვადასხვაგარად მიირთმევენ. მას ამზადებენ ნაღების სოუსში ან უბრალოდ კიტრის მარინადასა და ხახვთან ერთად მიაქვთ სუფრაზე. ყველაზე უცნაური ვერსია კი ქაშაყის შაქრითა და ვაშლის ძმრით მომზადებაა.

გახსოვდეთ, ტრადიციული კერძები კარგია, მაგრამ საახალწლო სუფრას განსაკუთრებული სიახლეები უხდება.

NS