თითქოს გგონია, რომ 21-ე საუკუნეში დედამიწაზე აღარ დარჩა ადგილი, სადაც ადამიანის ფეხი არ მოხვედრილა, თუმცა ბუნება მაინც პერიოდულად გვაჩვენებს ახალ საოცრებებს - სწორედ ასე, 2009 წელს მსოფლიომ ვიეტნამში აღმოაჩინეს პლანეტის უდიდესი მღვიმე - შონდონგი (Hang Sơn Đoòng).

მღვიმე მდებარეობს ცენტრალურ ვიეტნამში, ფონგ-ნჰა-კე-ბანგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. დედაქალაქ ჰანოიდან სამხრეთით 450 კმ-ში. გამოკვეთილია კირქვებში და ამჟამად მსოფლიოს უდიდესი მღვიმეა. მისი მაქსიმალური სიღრმეა 1560 მ, სიგრძე დაახლოებით 9 ათასი მ, მოცულობა კი 38,5 მლნ. მ³. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მღვიმე ცნობილია 1991 წლიდან. 2009 წლის აპრილში ბრიტანელმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმური ნაწილები. გაედინება მიწისქვეშა მდინარე, რომელიც ხანგამოშვებით ტბორავს მღვიმის ზოგიერთ ნაწილს. აქვს მეტად ფართო და მაღალი შესასვლელები.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ადგილი.

Indian Defence Review-ის თანახმად, აქ სიცოცხლე იზოლირებულად განვითარდა. ვიეტნამის ჯუნგლების სიღრმეში მილიონობით წლის განმავლობაში ხელუხლებელ დაფარულ სამყაროს იხილავთ, სადაც ტროპიკული ტყეები და უნიკალური არსებები ბინადრობენ.

მაღალი ტროპიკული ტყის ხეები, მიწისქვეშა მდინარეები და უნიკალური კლიმატური სისტემა ქმნის ბიოლოგიურ სამყაროს, რომელიც სხვა ნებისმიერისგან განსხვავებულია.
გარდა ამისა, აქ იზრდება გიგანტური სტალაქტიტები და სტალაგმიტები - მათი სიმაღლე 70 მეტრსაც კი აღწევს.

შონდონგის გამოქვაბული 2009 წლამდე, პრაქტიკულად, შეუსწავლელი იყო. თუმცა, აღმოჩენილი მასშტაბები მისი საიდუმლოს მხოლოდ მცირე ნაწილია.
გამოქვაბულში ნისლი ღრუბლებს ქმნის და ტროპიკული ტყეები იზრდება იქ, სადაც მზის შუქი ჭერში გაჩენილი უჩვეულო ნახვრეტებიდან აღწევს. გამოქვაბულში ორგანიზმები ევოლუციურად, სრულ სიბნელეში ყალიბდებიან.
ის იმდენად დიდია, რომ ცათამბჯენების მთელი კვარტალიც კი შეიძლება მოთავსდეს.
მეცნიერებმა აქ აღმოაჩინეს არა მხოლოდ უზარმაზარი მიწისქვეშა სიცარიელე, არამედ თვითკმარი ეკოსისტემა. მეცნიერები მას "მიწისქვეშა ჯუნგლებს“ უწოდებენ, რადგან მისი ფლორა და ფაუნა სხვა ნებისმიერ გარემოს არ ჰგავს.
მღვიმეში სიცოცხლის მთავარი წყაროა - ჭის მსგავსი ჩავარდნები "ჭერში“, ანუ ზემოთ ნახსენები ნახვრეტები, საიდანაც მზის სხივები და ტენიანობა აღწევს.
ისინი ნახვრეტები ბუნებრივი სახურავში სარკმლების ფუნქციას ასრულებს და მზის სხივებს გამოქვაბულის ფსკერამდე მოღწევის საშუალებას აძლევს.
სწორედ მათი წყალობით ჩამოყალიბდა ეს იზოლირებული, დამოუკიდებელი ეკოსისტემა.
მღვიმეში, ადგილ-ადგილ, სადაც მზის სხივები აღწევს, განვითარებულია ტროპიკული ტყის მსგავსი მცენარეული საფარი, რომელიც თითქმის დამოუკიდებლად ფუნქციონირებს გარე სამყაროსგან.
მცენარეები, რომლებიც იზრდება შონდონგში - ეს არის უნიკალური სახეობები: სუბტროპიკული ხავსები და ლიქენები, რომლებიც ვერ ძლებენ ღია გარემოში; მცენარეები, რომლებიც კალციტის კრისტალებზე იზრდებიან; ბამბუკის მცირე სახეობები; პალმისებრი მცენარეები; უზარმაზარი ზომის ბალახები; ლიანების იშვიათი სახეობები და ა.შ.
საექსპედიციო ანგარიშებში ნახსენებია სადღაც 200+ მცენარის სახეობა, რომელთაგან ნაწილი მეცნიერებისთვის ახალი აღმოჩნდა.მღვიმის შიდა ტყეს მკვლევრები "ადამიანისგან ხელშეუხებელ ტყეს“ უწოდებენ.

მღვიმე ბევრ სახეობას შეიცავს, რომელთა დიდი ნაწილი ჰგავს სხვა მღვიმურ ეკოსისტემებს, თუმცა აქ თავმოყრილია რამდენიმე უნიკალური ჯგუფი:
ეს სახეობები ევოლუციურად ადაპტირდნენ სინათლის გარეშე ცხოვრებასთან.
მღვიმეში მიედინება მდინარე, სადაც აღმოჩენილია:
რამდენიმე სახეობის მღვიმის თევზი; ქვეწარმავლები მტკნარ წყალში; უჩვეულოდ დიდი ზომის ხამანწკები
მღვიმეში ასევე ბინადრობენ: ღამურების კოლონიები - აღსანიშნავია, რომ ისინი მღვიმის ვრცელ ნაწილებს იყენებენ მხოლოდ სეზონურად; უზარმაზარი არაქნიდები და მწერები და ა.შ.
ტყეებში ასევე აღმოაჩინეს: ტროპიკული გველების 2–3 სახეობა და სალამანდრები...
გამოქვაბულის უფრო ღია ნაწილებში შეიძლება დაინახოთ მაიმუნები და ფრინველები, რომლებიც საკვების საძიებლად ჭერის ღიობებიდან ეშვებიან.

გარდა ამისა, გამოქვაბულის კედლებში ჩამარხულია მარჯნები, რაც მიუთითებს, რომ ვიეტნამის ეს ნაწილი ოდესღაც უძველესი ზღვის ქვეშ იყო ჩაძირული.

მღვიმის ბოლოში აღმართულია 80 მეტრის სიმაღლის კირქვის წარმონაქმნი, რომელიც მკვლევრებში “ვიეტნამის დიდი კედლის“ სახელითაა ცნობილი. ამ კედლის მიღმა არის ზონები, რომლებიც პრაქტიკულად შეუსწავლელია მათზე წვდომის სირთულეების გამო.

იზოლაცია:
მღვიმე დაახლოებით 3 მილიონი წლის ასაკისაა. აქაურ ფლორასა და ფაუნას ევოლუცია დამოუკიდებლად მიმდინარეობდა.
"ღია“ და "დახურული“ ეკოსისტემა:
მზის შუქი აღწევს მხოლოდ მცირე არეალში, დანარჩენი ტროპიკული ტყე სიმწვანეს მხოლოდ ნესტისა და მინერალების წყალობით ინარჩუნებს.
შონდუნგი უბრალოდ ექსტრემალური გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობა არ არის. ის წარმოადგენს ეკოლოგიური და გეოლოგიური მდგრადობის იშვიათ მოდელს, რომლის გამეორება თითქმის შეუძლებელია ადამიანის მიერ შეცვლილ სამყაროში.
ტყეების გაჩეხის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და კლიმატის არასტაბილურობის ეპოქაში, გამოქვაბული წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ რამეს: ხელუხლებელ გარემოს, სადაც ბიოლოგიური სისტემები ათასწლეულების განმავლობაში ხელუხლებელი დარჩა.
თუმცა, ეს სტაბილურობა მყიფეა. დაბალი ზემოქმედების მქონე ტურიზმმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ტენიანობის დონის ცვლილება ან დაუცველი სახეობების რეპროდუქციული ციკლების დარღვევა.
ტურისტები აქ მხოლოდ 2013 წელს შევიდნენ. მღვიმეში მოხვედრისთვის აუცილებელია ვიეტნამის მთავრობისგან სპეციალური ნებართვა. სეზონზე მხოლოდ 500 ასეთი ნებართვა გაიცემა.

ტურისტული სეზონი გრძელდება თებერვლიდან აგვისტომდე. შემდეგ იწყება წვიმების სეზონი და მღვიმის ძირში გამდინარე მდინარე იმდენად ძლიერი ხდება, რომ შიგნით შესვლა შეუძლებელი ხდება. დღესდღეობით, მხოლოდ ერთი კომპანიაა უფლებამოსილი მღვიმეში ექსკურსიების ჩატარებაზე. კარვებით სამდღიანი ლაშქრობის ფასი 3000 დოლარიდან იწყება.