სოციალურ მედიაში შემზარავი კადრები გავრცელდა, რომელიც ასახავს როგორ გაეხვა ცეცხლის ალში ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი.
შემთხვევა ბრაზილიაში, სან-პაულოს გუაროლიოსის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი თავდაპირველად ბარგის სატრანსპორტო კონვეიერს გაუჩნდა და შემდეგ სწრაფად გავრცელდა.



დრამატულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ თვითმფრინავის დატოვებას პანიკაში ჩავარდნილი მგზავრები, ერთმანეთ მთელი ძალით აწვებიან და გასასვლელისკენ მიიწევენ, ისმის აეროპორტის თანამშრომლების ხმაც, რომლებიც ევაკუაციის პროცესის წარმართვას ცდილობენ.

მეორე ვიდეო უკვე გარედან არის გადაღებული, მასში შავ კვამლში გახვეული ავიალაინერი მოჩანს, რომლის ქვედა ნაწილიდან უზარმაზარი ცეცხლის ალი ამოდის.

საბედნიეროდ Latam Airlines-ის კუთვნილ რეისზე მყოფი მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა და ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.