ავტორი:

გამოცდილ მთამსვლელს შეყვარებულის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავებიან - რა მოხდა ავსტრიის ყველაზე მაღალ მთაზე ასვლისას?

გამოცდილ მთამსვლელს შეყვარებულის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავებიან - რა მოხდა ავსტრიის ყველაზე მაღალ მთაზე ასვლისას?

36 წლის ალპინისტმა მამაკაცმა თავის მეგობარ ქალთან ერთად გროსგლოკნერის მყინვარზე ასვლა გადაწყვიტა, წყვილს მყინვარის წვერიდან 50 მეტრი აშორებდა, როდესაც ქალს პრობლემები შეექმნა და ცოცვა ვეღარ გააგრძელა, მამაკაცმა გადაწყვიტა დახმარების მოსაძებნად წასულიყო და ქალი 6.5 საათით მარტო დატოვა, რაც საბედისწერო გადაწყვეტილება აღმოჩნდა, ექსტრემალურმა ყინვამ ძალაგამოლეული ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დრამატული ისტორიის ცალკეული მომენტები მწვერვალისკენ მიმართულმა ვებკამერების ობიექტებმა დააფიქსირეს. 8 იანვრის საღამოს 6 საათზე გადაღებულ კადრებზე მკაფიოდ ჩანს ორივე ალპინისტის მაშუქები, რომლებიც მწვერვალისკენ მიემართებიან, ექვსი საათის შემდეგ მაშუქებმა ბატარეის დაცლასთან ერთად ქრობა დაიწყო, ეს ის დროა, როდესაც ქალს ძალა გამოელია.

დაახლოებით ღამის 2:30-ზე გადაღებულ სურათში ჩანს, რომ მამაკაცი მარტო აგრძელებს მთიდან გადასვლას, ხოლო პარტნიორი გაყინულ თოვლში, მცირე აღჭურვილობის ამარა რჩება.

დილით 7:10-ზე ვებკამერამ მთაზე გადაფრენილი ვერტმფრენი გადაიღო, მაგრამ ძლიერი ქარის გამო სამაშველო ოპერაცია შეწყდა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გადაღებულ კადრებში ექვსი მაშველი ჩანს, რომლებიც მთისკენ მიემართებიან, თუმცა მათ ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა, მას ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა ედება ბრალად ,პროკურატურის განცხადებით ”ბრალდებულმა, გამოფიტული, შეცილებული და დეზორიენტირებული მეგობარი გოგონა უყურადღებოდ დატოვა გროსგლოკნერის მწვერვალის ჯვრიდან 50 მეტრით ქვემოთ, რის შედეგად ქალი გაიყინა. ბრალდებულმა რომელიც თავად პროფესიონალი ალპინისტი იყო, არ გაითვალისწინა ის რომ მის შეყვარებულს არასდროს გაევლო მსგავსი მაღალმთიანი მარშრუტი, არ მოამზადა სათანადო აღჭურვილობა და მყინვარზე ასვლა დადგენილზე 2 საათის დაგვიანებით დაიწყო, გარდა ამისა ალპინისტმა თავის დროზე არ შეატყობინა სამაშველო სამსახურს შექმნილი პრობლემის შესახებ, ჯამში ყოველივე ამ ფაქტორმა კი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია“

მამაკაცს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო