ავტორი:

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მოგვწამლეს, მოგვწამლეს!“ და "ცეცხლი ოლიგარქიას!“.

აღსანიშნავია, რომ აქცია-მსვლელობას პოლიციის თანამშრომლები არ მიჰყვებიან. სამართალდამცველებს არც გზები აქვთ გადაკეტილი, შესაბამისად, მსვლელობის მონაწილეები თავისუფლად გადაადგილდებიან.

ამ ეტაპზე უცნობია, რა მიმართულებით გააგრძელებენ ისინი მოძრაობას, თუმცა საბოლოოდ კვლავ პარლამენტთან დაბრუნდებიან.