"ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს ადანაშაულებენ და ახალგაზრდების მოწამვლას, მხარს უჭერენ. ეს იცით, რა ხალხია? ის, რომელიც მსხვერპლს ადანაშაულებს, მოკლე კაბა გეცვა და იმიტომ გაგაუპატიურესო", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.
ბობოხიძის თქმით, "ქართული ოცნება“ სწორედ ასეთ მხარდამჭერებს ეყრდნობა, რომლებიც სოციალურ ქსელში დაზარალებულებს "საშინელ კომენტარებს უწერენ“.
"ქართული ოცნება“ შემთხვევით არ არის ხელისუფლებაში. მას შინაგანად მხარს უჭერს ადამიანების ჯგუფი, არ ვიცი, რა ტერმინი გამოვიყენო... პუტინიც შემთხვევით ხომ არ არის… პუტინს გაუმართლა იმიტომ, რომ იმდენად ნახირი მასა ჰყავს რუსი ხალხის უმეტესობის სახით. ამათაც ჰყავთ ნახირი. უნდა ნახოთ კომენტარები, საზიზღარი მხარდამჭერები, რომლებიც დაზარალებულებს ადანაშაულებენ, იქ არ მითრეულიყავითო. ადამიანები, რომლებიც შვილიშვილების ტოლი ახალგაზრდების მოწამვლას, თუნდაც ე.წ. წიწაკის სპრეით, მხარს უჭერენ და მათ აბრალებენ… ეს იცით, რა ხალხია? ის, რომელიც მსხვერპლს ადანაშაულებს, მოკლე კაბა გეცვა და იმიტომ გაგაუპატიურესო. და უკრაინელი ხალხი თურმე დამნაშავეა იმიტომ, რომ თავს იცავს.
აქვე, ბოდიშს ვიხდი, ნახირი ნამდვილად არ იმსახურებს ამ ხალხთან შედარებას იმიტომ, რომ ნახირი არის ცხოველთა ძალიან პატივსაცემი ჯგუფი.
ამას ეყრდნობა "ქართული ოცნება” სინამდვილეში. უნდა ნახოთ, რა კომენტარებია, გულისამრევი, საშინელი კომენტარებია. ამდენ ხანს როგორ ხარ ცოცხალი?” “აბა რატომ არ დაიხოცეთ?” ან "რატომ იყავით იქ საერთოდ?” - ამ ლოგიკით ხომ ყოველთვის ყველაფრის გამართლება შეიძლება, მათ შორის, ყაჩაღის გამართლებაც“, - განაცხადა ბობოხიძემ.