ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე ტოკიოს "გლანდ სლემის" გამარჯვებულია. ის ფინალში იაპონელ მეტოქეს შეხვდა და 2 წუთში დოტა არაი იპონით დაამარცხა.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემიდღეს დაიწყო.
ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ლიპარტელიანმა ფრანგი სარა ლეონი სისიკის დაამარცხა, ხოლო ჯაბნიაშვილმა იტალიელ ტიციანო ფალკონეს სძლია.
შეგახსენებთ, ტოკიოს გრანდ სლემზე უკანასკნელად ოქროს მედალი 2019 წელს მოვიპოვეთ, მაშინ 90 კგ-ის ფინალში ბექა ღვინიაშვილმა დავლათ ბობონოვს იპონით მოუგო.