ინდოელმა ქალმა ქორწილში 6 წლის დისშვილი დაახრჩო, რადგან ბავშვი „მასზე უფრო ლამაზად" გამოიყურებოდა. შემთხვევა ორშაბათს, ჩრდილოეთ ინდოეთში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თავისი ახალგაზრდა ნათესავი წყლით სავსე ქვაბში დაახრჩო.
გოგონა, სახელად ვიდი, ქორწილში მამასთან, დედასთან, 10 თვის ძმასთან და ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. ამბობენ, რომ ვიდჰის მამას ზეიმის დროს დაურეკეს და აცნობეს, რომ გოგონა გაუჩინარდა. ერთი საათის შემდეგ, ბებიამ, ომვატიმ, ბავშვი გარდაცვლილი იპოვა.

პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა. ქალმა დანაშაული აღიარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მან პოლიციას განუცხადა, რომ "არ სურდა, ქორწილში ვინმე მასზე უფრო ლამაზი ყოფილიყო".
გამომძიებლების თქმით, ქალმა დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც სტუმრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

დაკითხვის დროს ბრალდებულმა პოლიციას განუცხადა, რომ მას ლამაზი გოგონები აღიზიანებდნენ. მან კიდევ ორი ბავშვის - საკუთარი ძმისშვილისა და ვაჟის - მკვლელობა აღიარა. გარდა ამისა, წელს, აგვისტოში, ახლომდებარე ქალაქში ახალგაზრდა გოგონა მოკლა, რადგან ის მასზე "უფრო ლამაზი“ იყო.