სოციალურ მედიაში უცნაური კადრები ვრცელდება - როგორც გაირკვა, მეგობარი მამაკაცის ცოლისგან თავის დაღწევის მიზნით, უცნობი ქალი მრავალსართულიანი შენობის მე-10 სართულიდან გაქცევას ცდილობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოღალატე ქმარი პანიკაში ჩავარდა, როდესაც მისი ცოლი სახლში ადრე დაბრუნდა და საყვარელი აივანზე გააგდო.
კადრები ჩინეთში გადაიღეს. თვითმხილველები აკვირდებოდნენ ქალს, რომელიც უფრო უსაფრთხო ადგილას გადახტომას ცდილობდა. მას ხელში ტელეფონი უჭირავს და წყლის მილის დახმარებით ქვედა სართულზე ჩასვლას იწყებს.


საბედნიეროდ, ერთ-ერი მეზობელი ფანჯარას აღებს და ქალი უსაფრთხო ადგილას გადაჰყავს.
ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება დაიმსახურა - მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი საქციელი უკიდურეს საფრთხეს წარმოადგენს და ადვილად შეუძლია ტრაგედიის გამოწვევა. განსაკუთრებით, ვიწრო რაფებისა და დამცავი ბარიერების არარსებობის შემთხვევაში.

