დღეს, 6 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ტოკიოს გრანდ სლემზე - 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
სულამანიძემ ტურნირის მეოთხედფინალში რუს ნიაზ ბილალოვს, ნახევარფინალში კი მისთვის პრინციპულ მეტოქეს, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ასევე რუს მატვეი კანეკოვსკის სძლია.
მოგების შემდეგ ილიამ მადლობა გადაუხადა მწვრთნელებსა და ქართველ გულშემატკივარს და აღნიშნა, რომ გამარჯვება, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი გიორგი ნავერიანის ხსოვნას მიუძღვნა.
"ძალიან გახარებული ვარ, ხარობს ჩემი გული გონებას, ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ჩემს მწვრთნელებს და ყველას. მიხარია, რომ ძლიერი კონკურენტებთან მომიწია ჭიდაობა, ფინალში დოტა არაის შევხვდი, მანამდეც რთული შეხვედრა მქონდა. რაც უფრო ძლიერია კონკურენტი უფრო მიხარია მოგება. მინდა, რომ ეს გამარჯვება პატარა ბიჭის, გიორგი ნავერიანის ხსოვნას მივუძღვნა, ვუსამძიმრებს თამაზ ნავერიანის ოჯახს" - თქვა ილიამ.
ცნობისთვის, ყოფილი დეპუტატის თამაზ ნავერიანის ახალგაზრდა ვაჟი გიორგი ნავერიანი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი იპოვეს.
წაიკითხეთ ასევე: