ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დათმო. UFC 323-ზე გამართული ხუთრაუნდიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულად პიოტრ იანი გამოცხადდა.

ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მართალია ქართველი აქტიურობდა და იანს ძირითადად სახეში ურტყამდა, "მანქანამ" საფირმო "თეიქდაუნები" ვერ შემოგვთავაზა და მეტოქისგან არაერთი მტკივნეული დარტყმა მიიღო.
შედეგად 34 წლის “მანქანამ“ ტიტულის დაცვა ვერ შეძლო.
ამ მარცხით დვალიშვილის ზედიზედ 14-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. სუპერ მსუბუქ წონას კი იანის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება დვალიშვილისა და იანის მესამე რემატჩი.
ბრძოლის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ მას უკვე სურს რევანშის აღება და ქამრის დასაბრუნებლად მზადებას დაუყოვნებლივ დაიწყებს.
იხილეთ ასევე: