ავტორი:

კახეთში 12-13 წლის გოგონებმა თანატოლი სასტიკად სცემეს - "საპირფარეშოში გაუსწორდნენ, თმით ითრიეს და მიატოვეს, ნაცემი მოზარდი სხვა მოსწავლეებმა იპოვეს"

კახეთში 12-13 წლის გოგონებმა თანატოლი სასტიკად სცემეს - "საპირფარეშოში გაუსწორდნენ, თმით ითრიეს და მიატოვეს, ნაცემი მოზარდი სხვა მოსწავლეებმა იპოვეს"

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლის 12-13 წლის გოგოები თანატოლ გოგონას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

"როგორც ვიცით, სამი გოგონა გვერდით სოფელში მდებარე სკოლაში საქმის გასარჩევად წავიდა, მეგობარს გადააკითხეს საშველადო, ამბობენ. იმ სკოლის ერთ-ერთ მოსწავლესთან მათ მეგობარს ჰქონდა კონფლიქტი, ამიტომ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. როცა გოგონამ ბოდიში არ მოიხადა, სამივე მას სასტიკად გაუსწორდა სკოლის საპირფარეშოში, სცემეს, თემით ათრიეს და მიატოვეს. სხვა მოსწავლეებმა იპოვეს" - უყვებიან AMBEBI.GE-ს ადგილობრივები.

მომხდარ დანაშაულზე დაწყებულია გამოძიება.